ო ქ მ ი საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სურთ რა, დადონ 2009 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებაში (შემდგომში წოდებული, როგორც „შეთანხმება“) ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმი.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს შემდეგნაირად: „2. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობის შესაბამისად ინვესტირებულ ყველა სახის ქონებას, რომელიც მოიცავს: (a) მოძრავ და უძრავ ქონებას და ნებისმიერ ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იჯარა, გირაო, იპოთეკა და მსგავსი უფლებები; (b) კომპანიას, აქციებს, წილებს და საწარმოში მონაწილეობის სხვა ფორმებს; (c) რეინვესტირებულ ამონაგებს, ფულადი თანხის მოთხოვნებს, ან ფინანსური ღორებულების მქონე კანონიერი საქმიანობის ნებისმიერ სხვა უფლებას, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციასთან; (d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, როგორც განსაზღვრულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გაფორმებული მრავალმხრივი შეთანხმებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ხელშემკვრელი მხარე არის ამ შეთანხმებების წევრი, და რომლებიც მოიცავენ, მაგრამ არ შემოიფარგლება, საავტორო უფლებებს და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა უფლებებს, სამრეწველო საკუთრების უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, სამრეწველო ნიმუშებს, ტექნოლოგიურ პროცესებს, უფლებებს მცენარეთა სახეობებზე, ნოუ-ჰაუს, კომერციულ საიდუმლოებებს, საფირმო სახელწოდებებს და გუდვილს ; (e) კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებულ ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის უფლებებს, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების ძიების, მოპოვების ან ექსპლუატაციის კონცესიებს.“ მუხლი 2
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს შემდეგნაირად: „2. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს ინვესტიციების გაზრდასთან, ოპერირებასთან, მართვასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, გაყიდვასა და განკარგვასთან დაკავშირებით საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს მისი საკუთარი ინვესტორების ან სხვა ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორების მიმართ მის მიერ მინიჭებულ მოპყრობაზე არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობით, იმისდა მიხედვით, თუ რომელია უფრო ხელსაყრელი ამ ინვესტორებისათვის.“ მუხლი 3
მე-4 მუხლს დაემატოს ახალი მე-5 პარაგრაფი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მხარეები აცნობიერებენ, რომ პირველ და მე-2 პუნქტებში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ ვრცელდება საინვესტიციო დავების მოგვარების მექანიზმებზე, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე ან ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ გაფორმებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებაში.“ მუხლი 4
მე-7 მუხლს დაემატოს ახალი მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „3. ამ მუხლის დებულებები არ იქნება განმარტებული იმგვარად, რომ შეიზღუდოს ხელშემკვრელი მხარის მიერ ევროკავშირის ან ეკონომიკური და მონეტარული კავშირის წევრობიდან გამომდინარე მათი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.“ მუხლი 5
წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ოქმი ძალაში შედის შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად, დიპლომატიური არხებით უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც ერთი ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს, რომ ორივე - შეთანხმებისა და ამ ოქმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული მისი შიდა სამართლებრივი მოთხოვნები შესრულებულია. ოქმი ძალაში დარჩება მანამ, სანამ შეთანხმება იქნება ძალაში. ამის დასტურად, მათი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.
შესრულებულია 2015 წლის 26 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|