📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2017
ძალაში შესვლა 01.02.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,960 სიტყვა · ~40 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2017 მიღება
01.02.2017 ძალაში შესვლა
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №1 2017 წლის 11 იანვარი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 და 35-ე მუხლების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება, თანახმად №1 დანართისა; ბ) აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულება, თანახმად №2 დანართისა; გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №3 დანართისა; დ) სოფლის განვითარების დეპარტამენტის დებულება, თანახმად №4 დანართისა; ე) აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის დებულება თანახმად №5 დანართისა; ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №6 დანართისა; ზ) იურიდიული დეპარტამენტის დებულება, თანახმად №7 დანართისა; თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება, თანახმად №8 დანართისა; ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის დებულება, თანახმად №9 დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების  დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №136 ბრძანება (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30/08/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016047). მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრილაშა კომახიძე დანართი №1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლების თაობაზე წინადადებების მომზადება. სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის, საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel) და Internet-ის, ასევე Windows server-ის, Microsoft-ის ოპერატიული სისტემების და სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემის ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა; გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შემდგომში მისი შესრულების კონტროლი; ე) მინისტრის სათათბირო ორგანოს - სათათბირო საბჭოს მუშაობის, თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;  ზ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების კოორდინაცია; თ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, სამინისტროს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-კორექტირებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის (სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის)  უზრუნველყოფა;     ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების, მათ შორის წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტების, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო მოცულობების, მახასიათებლების, სავარაუდო ფასებისა და შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადების განსაზღვრის უზრუნველყოფა;         კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე  შესყიდვის საშუალებების შერჩევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებისა და  დადების უზრუნველყოფა; ლ) ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; მ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის უზრუნველყოფა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის; ნ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენის უზრუნველყოფა; ო) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების (სტატუსის) განთავსების (მინიჭების) უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში;   ჟ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, პრესკონფერენციების და ბრიფინგების ორგანიზება; რ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ს) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ტ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; უ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი; ფ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ქ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს  სისტემაში დასაქმებულთა   პირადი     საქმეების     წარმოება.  სამინისტროს   საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის/შეფასებისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ღ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების ღონისძიებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ყ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; შ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა; ჩ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაციების შეგროვების ორგანიზება; ც) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;  ძ) სამინისტროში ჩატარებული ქონების ინვენტარიზაციის საკითხებში მონაწილეობა; წ) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა; ჭ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ხ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სისუფთავისა და სანიტარიული წესრიგის დაცვა; ჯ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ჰ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. თავი III. დეპარტამენტის  სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) საქმისწარმოების განყოფილება;  ბ) სამეურნეო განყოფილება. მუხლი 6🔗 საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია: ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად, დოკუმენტებზე მუშაობისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შემოსული დოკუმენტაციის დროული განხილვის, განაწილების ორგანიზაცია, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება; გ) სამინისტროში შემოსული წერილების, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების აღრიცხვა, დასმული პრობლემების თემატური ანალიზი; დ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია; ვ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შემდგომში მისი შესრულების კონტროლი; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზება;      თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა; ი) სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ანალიზის მომზადება; კ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ლ) სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენა; მ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ნ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 7🔗 სამეურნეო განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია: ა) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ხელშეწყობა; დ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სისუფთავისა და სანიტარიული წესრიგის დაცვა; ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ვ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ზ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.   თავი IV. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები    მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ)ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ)კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3.დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს  ჰყავს  მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს. მუხლი 10🔗 1.დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე. მუხლი 11🔗 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა)ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ)ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. დანართი №2       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება; ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება; გ) რეგიონში  არსებული        სასოფლო-სამეურნეო        დანიშნულების        მიწის კონსოლიდაციის,  რაციონალური  გამოყენების,   ნაყოფიერების  გაზრდისა  და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის წინადადებების შემუშავება; დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება; ე) რეგიონში    ბიოაგროწარმოების    ხელშეწყობის    მიზნით,    წინადადებებისა    და პროექტების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება; ზ) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების შემუშავება; თ) კომპეტენციის       ფარგლებში,       სურსათის       უვნებლობისა       და       ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ი) კერძო    და/ან    საჯარო    ვეტერინარიის    განვითარების    ხელშეწყობის    მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; კ) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება; ლ) სხვადასხვა კულტურების მიხედვით დეტალური აგროკალენდრების მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმარება ექსტენციის მომსახურების უშუალო მიმწოდებლებისათვის; მ) თანამედროვე  ტექნოლოგიების  და  ახალი  ჯიშების  შესახებ  ბაზარზე  არსებული ინფორმაციის მობილიზაცია, დამუშავება და დანერგვისთვის წინადადებების შემუშავება;     ნ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ო) სასოფლო-სამეურნეო    წარმოების    საშუალებებსა    და    ახალ    ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; პ) სოფლის   მეურნეობის   დარგის   განვითარების   სტარატეგიებზე   დაყრდნობით პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავება; ჟ) კომპეტენციის  ფარგლებში,  საკანონმდებლო  ინიციატივებისა  და  წინადადებების შემუშავება; რ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ს) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. თავი III. დეპარტამენტის  სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) დარგობრივი განვითარების განყოფილება; ბ) აგრარული ექსტენციის განყოფილება. მუხლი 6🔗 დარგობრივი განვითარების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება; ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება; გ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის წინადადებების შემუშავება; დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება; ე) რეგიონში    ბიოაგროწარმოების    ხელშეწყობის    მიზნით    წინადადებებისა    და პროექტების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება; ზ) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების შემუშავება; თ) თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია, დამუშავება, მათი ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრა და დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; კ) კერძო და/ან საჯარო ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ლ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სტარატეგიებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავება; მ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;  ნ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ო) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული  სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.  მუხლი 7🔗 აგრარული ექსტენციის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება/განახლება და სამოქმედო გეგმის ღონისძიებების ნუსხის მომზადება;  ბ) ექსტენციის სხვადასხვა მეთოდების (მიზნობრივი, ზოგადი, დამხმარე) გამოყენებით სპეციალური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების მონიტორინგი; გ) ექსტენციის ეფექტურად განხორციელების მიზნით სხვადასხვა სახის ლიტერატურის შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა; დ) სხვადასხვა კულტურების მიხედვით დეტალური აგროკალენდრების მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი საქმიანობის დაგეგმარება ექსტენციის მომსახურების უშუალო მიმწოდებლებისათვის; ე) ექსტენციის პროგრამების დანერგვის დროს შეფასების ინდიკატორების შემუშავება, ექსტენციის მიწოდებაზე მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება; ვ) სტატისტიკური და ტექნიკური სახის ინფორმაციის უკეთ მობილიზაციის და შესაბამისი ბაზის შექმნის მიზნით თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა; ზ) თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი ჯიშების შესახებ ბაზარზე არსებული ინფორმაციის მობილიზაცია, დამუშავება და დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების/პროგრამების მომზადება; თ) ექსტენციასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ი) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; კ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ლ) ადგილზე ექსტენციის განმახორციელებელი სპეციალისტების სამუშაოს აღწერილობების მომზადება სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით; მ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ო) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.   თავი IV. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ)შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე. მუხლი 10🔗 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ)ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. დანართი №3       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის                  სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) რეგიონის  სოფლის  მეურნეობის  პოლიტიკის  დაგეგმვა  და  მისი  შესრულების მონიტორინგი; ბ) სოფლის მეურნეობის სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება; გ) სამინისტროს      სტრატეგიის      და      სამოქმედო      გეგმის      განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების იდენტიფიცირება; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ე) მონიტორინგის     მიზნით     საჭირო     ტექნიკური     ინდიკატორების     თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ზ) სტრატეგიული    დოკუმენტების    და    სამოქმედო    გეგმების    ინდიკატორების შესრულების ანალიზი და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში შესაბამისი რეკომენდაციების ასახვა; თ) სოფლის   მეურნეობაში   უცხოური   ინვესტიციების   მოზიდვის   ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია; ი) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების მომზადება; კ) წარმატებული  სოფლის  მეურნეობის  მიმართულებების  და  სექტორების  შესახებ ინვესტორების ინფორმირება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების გზით (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა); ლ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მ) კომპეტენციის       ფარგლებში       დონორ       ორგანიზაციებთან       ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა; ნ) რეგიონში      არსებული      დონორების      მიერ      განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა; ო) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება; პ) დონორთათვის  სამინისტროს  და  სოფლის  მეურნეობის  დარგის  საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება; რ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ს) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. თავი III. დეპარტამენტის  სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილება; ბ) საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება. მუხლი 6🔗 პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) რეგიონის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დაგეგმვა და მისი შესრულების მონიტორინგი; ბ) სოფლის მეურნეობის სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება;  გ) სამინისტროს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების იდენტიფიკაცია; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;  ე) მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;  ვ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების ინდიკატორების შესრულების ანალიზი და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში შესაბამისი რეკომენდაციების ასახვა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ი) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 7🔗 საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია; ბ) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა  სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების მომზადება;  გ)  წარმატებული სოფლის მეურნეობის მიმართულებების და სექტორების შესახებ ინვესტორების ინფორმირება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების გზით (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა); დ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ე) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;  ვ) კომპეტენციის ფარგლებში დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა; ზ) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა; თ) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება; ი) დონორთათვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია. კ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; მ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. თავი IV. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მუხლი 9🔗 1.დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე. მუხლი 10🔗 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. დანართი №4       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი    მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა)რეგიონის  მუნიციპალიტეტების  მიხედვით   აქტიურ  მოქალაქეთა  ადგილობრივ გაერთიანებებთან (შემდგომში – ა.მ.ა.გ.-ი) მუშაობა და მათი მობილიზაციის ხელშეწყობა;        ბ) ა.მ.ა.გ.-ების     მობილიზაციისთვის     საჭირო     პროგრამების     მომზადება     და ქვეკონტრაქტორების იდენტიფიცირება; გ) ა.მ.ა.გ.-ების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი, საჭიროებებიდან გამომდინარე მათი განვითარების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების შემუშავება; დ) ა.მ.ა.გ.-ების სტრატეგიების     და     სამუშაო     გეგმების     მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია მათი მუნიციპალური განვითარების სტრატეგიებში ასახვის მიზნით; ე) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების პერსპექტივების, სტრატეგიების და სამუშაო გეგმების დონორებთან კომუნიკაცია; ვ) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების სტრატეგიის და სამუშაო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება; ზ) სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის  პირველადი  წარმოებისა  და  გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; თ) აგრობიზნესში   დასაქმებული   პირების   საჭიროებების   იდენტიფიცირება      და რეკომენდაციების მომზადება; ი) აგრობიზნესში  დასაქმებულ  პირებთან  (მ.შ.  კოოპერატივებთან)    და  ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების და ინიციატივების მომზადება; კ) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება; ლ) ეროვნული      სასურსათო      პროდუქციის      პოპულარიზაციის      ხელშემწყობი ღონისძიებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა; მ) კომპეტენციის  ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება; ნ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ო) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. თავი III. დეპარტამენტის  სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) მუნიციპალური განვითარების განყოფილება; ბ) აგრობიზნესის განვითარების განყოფილება. მუხლი 6🔗 მუნიციპალური განვითარების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) რეგიონის  მუნიციპალიტეტების  მიხედვით ა.მ.ა.გ.-ებთან მუშაობა და მათი მობილიზაციის ხელშეწყობა;  ბ) ა.მ.ა.გ.-ების მობილიზაციისთვის საჭირო პროგრამების მომზადება და ქვეკონტრაქტორების იდენტიფიცირება; გ) ა.მ.ა.გ.-ების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი, საჭიროებებიდან გამომდინარე მათი განვითარების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების შემუშავება; დ) ა.მ.ა.გ.-ების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია, მათი მუნიციპალური განვითარების სტრატეგიებში ასახვის მიზნით; ე) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების პერსპექტივების, სტრატეგიების და სამუშაო გეგმების დონორებთან კომუნიკაცია; ვ) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების სტრატეგიის და სამუშაო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ი) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 7🔗 აგრობიზნესის განვითარების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ბ) აგრობიზნესში დასაქმებული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება  და რეკომენდაციების მომზადება;  გ) აგრობიზნესში დასაქმებულ პირებთან (მ.შ. კოოპერატივებთან)  და ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების და ინიციატივების მომზადება; დ) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება;  ე) ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; თ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. თავი IV. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მუხლი 9🔗 1.დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე. მუხლი 10🔗 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. დანართი №5       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. სამსახურის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება, ანალიზი და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა; გ) რეგიონის     მუნიციპალიტეტების     მიხედვით,     სოფლის     მეურნეობის     დარგში განხორციელებული პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება და დამუშავება; დ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზაცია და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაზიარება; ე) ექსტენციის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამართული ფუნქციონირება და მობილიზებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ვ) სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და ექსპორტის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; ზ) სოფლის    მეურნეობის    წარმოების    საშუალებების    და    მექანიზაციის    შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; თ) სოფლის  მეურნეობის  პროდუქციასა  და  სურსათზე  არსებული  ფასების  შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; ი) სტატისტიკური     მონაცემების     არ     არსებობის     შემთხვევაში,     ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემების შეგროვება და დამუშავება; კ) დამუშავებულ    და    მობილიზებულ    მონაცემებზე    დაყრდნობით    ანგარიშების მომზადება; ლ) საქართველოს    სოფლის    მეურნეობის    სამინისტროს    შესაბამის    ერთეულთან კომუნიკაცია, ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა; მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატთან) კომუნიკაცია და ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა; ნ) სამსახურში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ო)კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 5🔗 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. თავი III. სამსახურის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ)შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ)ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 7🔗 სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ)ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. დანართი №6  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.  3. დეპარტამენტი თავის ფუნქციებს წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და გამჭვირვალობის  პრინციპებით. 4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 5. კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 6. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების,  სტანდარტების  და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები 1. დეპარტამენტი ახორციელებს დამოუკიდებელ და ობიექტურ საქმიანობას, შედეგად აანალიზებს და აფასებს სამინისტროს სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების  ეფექტურ  შესრულებას და შედეგად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების დასახული მიზნების მიღწევას. 2. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს, მინისტრი უზრუნველყფოს ინფორმაციით სამინისტროს სისტემაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. მუხლი 3🔗 სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შეახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 1. სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. 2. შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა. 3. სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია ითანამშრომლოს შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყოს მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოვალეობანი 1. დეპარტამენტი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები. 2. შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. 3. უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის  წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს  დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;  გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; თ)უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ლ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; მ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ო) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; პ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; რ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს; ს) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ტ) ასრულებს მინისტრის  ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; უ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 7🔗. ანგარიშგება 1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. 2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით. 3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად. 4. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად. 5. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში. 6. შიდა აუდიტის დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ  წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის მინისტრს. 7. თუ შიდა აუდიტის დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 8. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც  წარედგინება მინისტრს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე. მუხლი 8🔗. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა 1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და  შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლობა ასევე მოიცავს კომუნიკაციას შიდა აუდიტის დაგეგმვის პროცესში. დანართი №7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული   დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა და ამ მიზნით  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; გ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა უპირატესი ნორმატიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; დ) დამოუკიდებლად ან/და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის  ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;  ე) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 5🔗 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და მინისტრის ნორმატიული ხასიათის ბრძანებების პროექტები; ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მინისტრს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; გ) მოამზადოს ინდივივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და მოახდინოს მათი ვიზირება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; დ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები; საქართველოს კანონმდებლობასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან მათი შესაბამისობის კუთხით; ე) დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, მათ შორის, სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ახსნა-განმარტებები და ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პირველადი დოკუმენტები; ვ) სათანადო მინდობილობის საფუძველზე წარმოადგინოს სამინისტრო ყველა ინსტანციის სასამართლოში; ზ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და  ამოცანების შესრულების  მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;  მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.  3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის თანამშრომელი. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის  უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. დანართი №8 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ბ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი; გ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა; დ) სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების,  მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი; ე) სამინისტროს აპარატისა და ნაერთი კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა; ვ)ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ვადებში შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა; ზ)სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯებესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება; თ)სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ხარჯების მიზნობრიობის დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტაციის დეპარტამენტში მიღება და დაფინანსების ორგანიზება; ი)დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; კ)კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 5🔗 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) დადგენილ ვადებში და ფორმით მოითხოვოს და დაამუშაოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წლიური და კვარტალური ანგარიშები; ბ) კოორდინაცია და მეთოდური დახმარება გაუწიოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების  საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურებს; გ) დადგენილ ვადებში და ფორმით წარუდგენს წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურს; დ) შეამოწმოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან წარმოდგენილი წლიური და კვარტალური ანგარიშების სისწორე, სახელმწიფო ქონების დაცვის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების მდგომარეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან; ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და  ამოცანების შესრულების  მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის თანამშრომელი. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. დანართი №9 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. სამსახურის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა; ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ერთიანი ბიუჯეტების პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში დროული წარდგენა; დ) სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებისა და წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა; ე) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამების/ქვეპროგრამების და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის  დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემის დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება; თ)სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში; ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; მ) სამსახურში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ნ) საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. მუხლი 5🔗 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. თავი III. სამსახურის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული სამსახურის  თანამშრომელი. მუხლი 7🔗 სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.