,,საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2004 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ``
მიღების თარიღი 24.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 25/05/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2004 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ``
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №179
2004 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2004 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ
I. მიენიჭოთ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2004 წლის სახელმწიფო პრემიები და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში:
1. ლეონიდე გაბუნიას – (გარდაცვალების შემდეგ); აბესალომ ვეკუას – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს; დავით ლორთქიფანიძეს – გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილეს; მედეა ნიორაძეს – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ძველი ქვის ხანის არქეოლოგიის განყოფილების გამგეს – 1992-2001 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის – „დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო“.
2. ეთერ ქემერტელიძეს (ხელმძღვანელი) – ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორს; მერი ალანიას – ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების წამყვან მეცნიერ თანამშრომელს; ვახტანგ ბარბაქაძეს – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების წამყვან მეცნიერ თანამშრომელს; ცარუ დალაქიშვილს – (გარდაცვალების შემდეგ); გენრი დეკანოსიძეს – ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომელს; დურმიშხან ტურაბელიძეს – ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომელს – 1960-2001 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის – „ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეულ ნივთიერებათა შესწავლა და ახალი სამკურნალო პრეპარატები“.
მედიცინის მეცნიერებათა დარგში:
1. ლავრენტი მანაგაძეს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს; დავით გოცაძეს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ეროვნული ცენტრის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს; აკაკი ნადარეიშვილს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის და სისხლძარღვთა დოპლეროგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელს; თეიმურაზ ჩიგოგიძეს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტს; გიორგი ხვადაგიანს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტს – 1988-2000 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის – „შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები – ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით“.
2. გულნარა ჩაფიძეს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორს; ალექსანდრე ალადაშვილს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელს; სიმონ კაპანაძეს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორს სამკურნალო დარგში – 1988-2000 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის – „საქართველოში გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური (ინვაზიური და ინტერვენციული) მეთოდების დანერგვა“.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში:
1. იური ანანიაშვილს – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკის ანალიზის მათემატიკური მეთოდების კათედრის პროფესორს; კლიმენტი აჩელაშვილს – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ანალიზის მათემატიკური მეთოდების კათედრის გამგეს; იაკობ მესხიას – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს; ვლადიმერ პაპავას – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის გამგეს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ თანამშრომელს; ავთანდილ სილაგაძეს – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგეს; გიორგი წერეთელს – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორს – 1965-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის – „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“.
2. გიორგი ჩიტაიას (გარდაცვალების შემდეგ); თამილა ცაგარეიშვილს – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის პროფესორს; ზურაბ წერეთელს – პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტს – 1997-2001 წლებში გამოცემული – „შრომების“ (5 ტომი) და „ეთნოგრაფიული ალბომისათვის“.
ტექნიკის დარგში:
1. ჯუმბერ იოსებიძეს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის გამგეს; თორნიკე აფაქიძეს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის პროფესორს; ალექსანდრე ჩხეიძეს – ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანს; ელგუჯა ქუთელიას – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური მასალათმცოდნეობის კათედრის გამგეს, სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელს; გიორგი აბრამიშვილს – ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, დოცენტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის გამგის მოადგილეს; გელა ყიფიანს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამმართველოს უფროსს – 2000 წელს რუსულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიისათვის – „ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით“.
2. ვლადიმერ ჟოჟიკაშვილს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელს; ირინე ხომერიკს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის საფუძვლების და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის პროფესორს – 1986-2001 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის – „ინფორმაციის რაციონალური განთავსება მსხვილ განაწილებულ გამოთვლით ქსელებში“.
უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისათვის:
ალმასხან გუგუშვილს – (გარდაცვალების შემდეგ); მინდია სალუქვაძეს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანს; ვახტანგ ჭიჭინაძეს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველს – 1997 წელს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის – „ოპტიმალური და ადაპტური სისტემები“.
საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოებისათვის:
დემი ლაოშვილს – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს – 2000 წელს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის – „ენერგეტიკა“.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების დარგში:
თეიმურაზ შარაშენიძეს (ხელმძღვანელი); თამაზ ნინუას, გელა სულაძეს, ვალერიან ბიბილურს, ანდრია გიგუაშვილს, ალექსანდრე გოგავას – საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს – ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
II. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში 2004 წლის 26 მაისს.
მ. სააკაშვილი