ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.01.2017
ძალის დაკარგვა 29.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილი | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2017 წლის 6 იანვარი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ როსებაშვილი
დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი)ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და
დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗.
ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1.ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.
2.ონკოლოგიურმა (ონკოპათოლოგიურმა) ავადმყოფმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გაეწევა შემდეგი სახის დახმარება:
ა)ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი)ლარის ოდენობით;
ბ)ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ერთჯერადად სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗.
ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. დახმარების მისაღებად ავადმყოფმა ან მისმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება.
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:
ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 100 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით მინიჭებული სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ერთჯერადად პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 70%-ით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30 %-ით, ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30%-ით;
დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან იმ მოქალაქეების თანადაფინანსება, რომელთაც ,,C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 30%-ით, განისაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გულის იშემიური დაავადების მქონე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
ე) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შაქრიანი დიაბეტით, ტიპი II (ინსულინ-დამოუკიდებელი) ფორმით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
ვ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გლაუკომით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნული თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება.
1. II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის, შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა№100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება.
1. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში მოხდება:
ა) სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათშორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ბ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად, 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებულ პაციენტებს (18- წლის ზევით) სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ (უფლებამოსილი) პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
სტუდენტების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალ დაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული
0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მისაღებად სტუდენტებმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არ არსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „ბ“ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირისგან ცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის რეგისტრაციის ადგილის დადასტურებელი დოკუმენტიან/და იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე .
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების და მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდული შვილების დახმარება
1. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არა უმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
3. 0-დან 18 წლამდე მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილებს ფულადი დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით
4. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ან/და მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდული შვილების მეურვემ/მზრუნველმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდვის შესახებ;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა100);
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტების სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1. ხანძრებისა (გარდა განხრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1750 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცი დღის ვადაში;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
დ) ცნობა საქართველოს შსს/სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.
3. ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
5. ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამმართველოდან.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები–200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი).
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები–150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი).
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები -200 (ორასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთა ნათესაურ (მეუღლე, მშობლებიდაშვილები) ურთიერთობას;
ვ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. განცხადებით დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) უნდა მიმართოს მერს, გარდა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ბენეფიციარის დემოგრაფიული ცვლილების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა)ოჯახების სოციალურ დახმარებას მიიღებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 12🔗.
4 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე.
2. სადღესასწაულო დღესთან, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან (მარიამობა 28 აგვისტო) დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ 100 (ასი) ლარის ოდენობით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეფასების შედეგად, მინიჭებული აქვთ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივსაცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქ. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები.
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება
1. ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით.
1. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/ და მეურვემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირდობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ.
დ) ცნობა ბავშვის მეურვის ან/და მზრუნველის ვინაობის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების, შშმ პირების არასაპენსიო ასაკის მქონე ბენეფიციარების დახმარება.
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს (ბენეფიციარებს) ფულადი დახმარებით 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებია:
ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი;
ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი;
გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი;
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე.
ბ) საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
დ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
ე) დახმარების მიმღების საბანკოანგარიში.
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
მარტოხელა მშობლის დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ, ერთჯერადად ფულადი დახმარებით 100 (ასი) ლარის ოდენობით, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობელს, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან/და დედის შესახებ; პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში; მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ ამ სტატუსის მქონე პირი დაქორწინდება (იგულისხმება რეგისტრირებული ქორწინება) ან მის შვილს (ნაშვილებს) შეუსრულდება 18 წლის ასაკი.
შენიშვნა: გარდა 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. კერძოდ, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებია:
ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობელი, რომელსაც გააჩნია 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელი,
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე.
ბ) საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები.
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობისასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა იუსტიციის სახლიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.
ე) დაბადების მოწმობის ასლი
ვ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 17🔗.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (ბენეფიციარების) დახმარების გაწევა.
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ ბენეფიციარებს, ფულადი დახმარებით 100(ასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) მერის სახელზე განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ.
დ) დახმარების მიმღების საბანკოანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 18🔗.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდისთვის კომუნალურ გადასახადებზე.
1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად ფულადი დახმარებით 60 (სამოცი) ლარის ოდენობით კომუნალურ გადასახადებზე;
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია;
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
დ) დახმარების მიმღები საბანკო ანგარიში.
ე) დახმარების მიმღები შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეფასების შედეგად, მინიჭებული აქვთ 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები გარდა ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირებისა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 19🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების“ თანამონაწილეობის წილის დაფინანსება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 70000-ის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდისუუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
დ) ამხანაგობის/კავშირის გადაწყვეტილება (კრების ოქმის ჩანაწერი) კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში).
3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში
მუხლი 20🔗.
მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა.
1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დახმარება განხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საქონლის/მომსახურების გადაცემის გზით. ბენეფიციარების გამოვლენა, წარდგენა მოხდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, (ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებით) საკითხს იხილავს სამუშაო ჯგუფი, გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს. დახმარების მოცულობა არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს.
2. მერის წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (აქტი რომელიც ადასტურებს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებულობას)
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 21🔗.
მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება კომუნალურ გადასახადებზე.
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირებს ერთჯერადი ფულადი დახმარებით 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით კომუნალურ გადასახადებზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით „უსინათლო“) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 22🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნა, გაცემა და სამენეჯმენტო კონტროლი
1. მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტს მერისათვის წარსადგენად გარდა ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური მასალებს გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.
მუხლი 23🔗.
სამუშაო ჯგუფის უფლებაუნარიანობა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით, რომელიც შეიმუშავებს შესაბამისი გადაწყვეტილების დოკუმეტის პროექტებს. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
4. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
5. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 24🔗.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფი სსხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სსხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს.
მუხლი 25🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე. ამწესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების დოკუმეტის პროექტისა და მერის ბრძანების საფუძველზე.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 26🔗.
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშ იმცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი აჟარის, ახალგორის, ერედვის, შქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.