ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.01.2017
ძალის დაკარგვა 09.08.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,231 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.01.2017 მიღება
09.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 6 იანვარი ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის „ე.ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა დანართი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება მუხლი 1🔗      ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.  მუხლი 2🔗 საბჭო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  მუხლი 3🔗 1.  საბჭო შედგება 17  წევრისაგან. 2.  საბჭოს თავმდჯომარეა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.                                                                                                                                   4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის  მერიის ჯანმრთელობის,    სოციალური დაცვის, ვეტერანთა და    დევნილთა სამსახურის კურატორი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს  ასრულებს  თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 4🔗  საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან: 1. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის   ჯანმრთელობის,    სოციალური დაცვის, ვეტერანთა და    დევნილთა სამსახურის უფროსი. 2. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის,  ძეგლთა  დაცვისა და  ახალგაზრდულ   საქმეთა სამსახურის უფროსი. 3. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერიის    ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 4. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის   ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი. 5. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის   ქალაქთმშენებლობის სამსახურის უფროსი. 6. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის    სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის    სამსახურის უფროსი. 7. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. 8. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი. 9. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 წევრი; 10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 4 (ოთხი) წარმომადგენელი, რომელთაც განსაზღვრავს ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერი. 11. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელი. 12. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 13. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე. 14. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მუხლი 5🔗 საბჭოს ამოცანებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; ბ) დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შექმნას შესაბამისი პირობები; დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) შეუქმნას შშმ პირებს შესაბამისი ადაპტირებული და ინკლუზიური გარემო; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) გააძლიეროს შშმ პირთა თემი და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები. მუხლი 6🔗 1.  საბჭოს ფუნქციებია: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის  სამსახურებთან   ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის  სამსახურებთან    ერთად; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის   სამსახურებთან,   არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის.  მუნიციპალიტეტის  სამსახურების     ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის   სამსახურებიდან,   და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ-იდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.  მუხლი 7🔗 საბჭოს თავმჯდომარე: ა)  ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ)  წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; ბ)  იწვევს საბჭოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს, დავალებებს აძლევს საბჭოს წევრებს; გ)  ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს; დ) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს. მუხლი 8🔗 საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება: ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 9🔗 საბჭოს სამდივნო: ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების კორესპონდენციას; გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; დ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას. მუხლი 10🔗 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოსს ხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2.  საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით. მუხლი 11🔗 1. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდასაორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5.  საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ  იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე.   8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია.  საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 12🔗 1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერს ყოველი კალენდარული წლის ივნისსა და დეკემბრის თვეში. 2. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.