„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.017256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №01/ნ

2017 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 240211, 24/02/2011, 010240030.22.022.016062) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.“;

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 12.

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოსთან ერთად;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ქალაქ თბილისის, დაბა თიანეთის, ქალაქ დუშეთის, დაბა ყაზბეგის, ქალაქ მცხეთის და ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (შემდგომში – დაწესებულება) მათი მომართვის საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს:

ე.ა) განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას;

ე.ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივ დახმარებას;

ე.გ) დაწესებულებების წარმომადგენლობის უზრუნველყოფას სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ე.დ) დაწესებულებისათვის სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მათი მომართვის საფუძველზე;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვაზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და აგზავნის მოთხოვნილ ინფორმაციას სამინისტროს სახელით;

ვ) მინისტრის დავალების (მინდობილობის) საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს სასამართლო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ზ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 9 თებერვლიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.01.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.022.017256.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01/ნ, 09.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.017256 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3540790/