სს „მთის ხეობის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13615-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/13615-16

 

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2016 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი: სს „მთის ხეობა” (ს/კ 226109804)

წარმომადგენელი : დირექტორი, შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - თამარ მუმლაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ”მთის ხეობის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ სს ”მთის ხეობა” წარმოადგენს 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. ის დღეისათვის არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, სს ”მთის ხეობის” (ს/კ206096419) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. თუმცა ორგანიზაციას ბალანსზე ერიცხება 7 დასახელების ნივთი, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც, განმცხადებლის მითითებით, აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს. საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. საწარმოს ანგარიში გახსნილი აქვს მხოლოდ სს ” ლიბერთი ბანკში”, თუმცა ანგარიშზე ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სს ”მთის ხეობას” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის სს ”მთის ხეობის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 17 ივნისს (იხ. ს.ფ 49-50). ასევე, აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა კრედიტორს სსიპ – შემოსავლების სამსახურს – 2016 წლის 15 ივნისს (იხ. ს.ფ 48).

სს „მთის ხეობის” კრედიტორს სსიპ – შემოსავლების სამსახურს კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, რაც საფუძველია სს ”მთის ხეობის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „მთის ხეობა” (ს/კ 226109804) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. სს „მთის ხეობას” (ს/კ 226109804) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                                                                           ბესიკ სისვაძე