,,საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა გამნხილველი კომისიის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 03/06/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №190

2004 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის დეკემბერი) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისია:

დავით მაღრაძე – მწერალი, კომისიის თავმჯდომარე

სოზარ სუბარი – ფონდ „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის“ დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ანდრიაძე – საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი

დავით დარჩიაშვილი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

გუგული კვანტალიანი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი

ვახტანგ კომახიძე – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი

გიორგი სურგულაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახურის უფროსი

ლაშა ტუღუში – გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი

ნატალია ყანჩელი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.

     მ. სააკაშვილი