გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.01.2017
ძალის დაკარგვა 22.01.2018
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,584 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2017 მიღება
22.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 30 ლარი
2 35 ლარი
3 40 ლარი
4 45 ლარი
5 50 ლარი
6 55 ლარი
7 60 ლარი
8 65 ლარი
9 70 ლარი
10 75 ლარი
11 80 ლარი
12 85 ლარი
13 90 ლარი
14 100 ლარი
15 100-120 ლარი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2017 წლის 9 იანვარი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიეტტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი №1 – პროგრამა; დანართი №2 – ბიუჯეტი;  დანართი №3 – თანადაფინანსების  კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურებაში; დანართი №4 – ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად – დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 2🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”  გურჯაანის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილება: www.matsne.gov.ge, 11/01/2016,  010250050.35.166.016251) მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზვიად ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა თავი I გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში  – „პროგრამა”) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017  წლის ბიჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები 1. პროგრამის მიზანია ა) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; ბ) სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; გ) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა. 2. პროგრამის ამოცანებია: ა) მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა; გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება; ე) მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა; ვ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში; ზ) ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება; თ) ობოლ და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება. მუხლი 3🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია: 1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა; 2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა; 3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება; 4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა; 5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები სოციალური დახმარების პრიორიტეტებია: 1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; 2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება; 3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი; 4. მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების დახმარება, მეორე მსოფლიო ომში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ­– დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის; 5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, 6. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად; 7. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა; 8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება; 9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება; 10. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით; 11. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით; 12. შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის ინვალიდი) სტატუსის მქონე ოჯახის დახმარება დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით. 13. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის დენის გადასახადის მიზნით; დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის ყოველთვიური მომსახურების დაფინანსება; 14. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის დახმარება; 15. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი; 16. დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება; 17. პირს, რომელიც საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული სოცპაკეტში, დახმარება გაეწევა სოციალურ საკითხთა კომისიის შებამისი დასკვნის საფუძველზე; 18. 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება; 19. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის  მგზავრობის ხარჯი; 20. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა. მუხლი 5🔗. სოციალური ღონისძიებები სოციალური ღონისძიებებია: 1 მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა; 2. ჯანდაცვის ღონისძიებების – გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება; 3. ონკოლოგიურ ავადმყოფთა მედიკამენტებით, გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება; 4. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა; 5. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა; 6. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება; 7. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა – სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმენიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით. თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1240000 ლარი. მუხლი 7🔗. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების დაუშვებლობა დაუშვებელია სოციალური დახმარების გაწევა სამედიცინო კუთხით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ კონკრეტული სახის დახმარება წელიწადში ერთხელ მაინც. გამონაკლისს წარმოადგენენ ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებზეც შესაძლებელია დახმარების გაწევა წელიწადში მეორედაც. მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია სოცილაური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; დ) აბონენტის ნომერი. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; ე) ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მომართვა; დ) აბონენტის ნომერი. 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე)აბონენტის ნომერი. 4. მარტოხელა დედის ოჯახი, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი: ა) განცხადება, ბ) დედის პირადობის მოწმობის ასლი, გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. დ)აბონენტის ნომერი. 5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) მშობლის ანგარიშის  ნომერი. 6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) მშობლის ანგარიშის  ნომერი. 7. მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) აბონენტის ნომერი. 8. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახისათვის (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის): ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ცნობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ხარჯის გამწევის თაობაზე; ვ)ანგარიშის ნომერი პასუხისმგებელი პირის. 9. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს  სამედიცინო დახმარებას: ა) განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ანგარიშფაქტურა – კალკულაცია; ე) ამონაწერი სოც. დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზიდან. 10. სოციალურად დაუცველი  და ობოლი სტუდენტების  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსებისთვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის  (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) სტუდენტის მოწმობა; ვ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშის ნომერი; ზ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ; თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 11. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;“ ე)  ანგარიშფაქტურა. მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების ოდენობა  1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. 2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 50 ლარის ოდენობით. 3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ყოველ მეოთხე და მომდევნო ბავშვზე. 4. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახების დახმარება – 500ლარი, ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარის ოდენობით. 5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა (თუ საჭიროა  სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია) დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე და განისაზღვრება დანართი 3 -ის    შესაბამისად. 6.ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტების ღირებულებაზე და დანართი 4-ის  შესაბამისად: 7 . ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა; 8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება – 300 ლარის ოდენობით. 9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ გამგეობის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა; 10. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირის გადახდა არაუმეტეს 100 ლარისა თვეში. 11. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით, განისაზღვრება 1 ბავშვზე 8 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 12 ლარის ოდენობით; 12. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი – 200 ლარის ოდენობით; 13. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება თვეში 20 ლარიდან 50 ლარამდე. 14. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის მომსახურებისათვის გაიცემა თვეში 60-დან 150 ლარამდე,  საჭიროების გათვალისწინებით. 15. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 500 ლარის ოდენობით. მუხლი 11🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია. 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 4. სოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი  1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად. 2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია. 3. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ანგარიშფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე. 4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე. 5 ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: 1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოც. განვითარების სამსახური. 2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოც. განვითარების სამსახური. მუხლი 14🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 15🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 16🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა; 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა; 4. პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 17🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგად: 1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი; 2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას; 3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები; 4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა; 5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი სოციალური დახმარების მოცულობა / ლარი/ ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა № დასახელება ერთ ბენეფიციარზე სულ რეალიზაციის ვადა 1 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 200 170000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება 85000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 3 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის: 100000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 4 უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 50 წელიწადში ერთხელ 65 000-დან 120 000-მდე, 5 ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სატრანსპორტო ხარჯების დაფინანსება 20-50 ყოველთვიურად 6 ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი 8 ყოველთვიურად 7 ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი 12 ყოველთვიურად 8 მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი 8 ყოველთვიურად 9 მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირის ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი 8 ყოველთვიურად 10 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი 8 ყოველთვიურად 11 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 წელიწადში ერთხელ 12 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯი 100 ყოველთვიურად 13 ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის: 290000 პროგრამის შესაბამისად 14 ეკონომიურად გაჭირვებული ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 100 ლარი პროგრამის შესაბამისად 0-დან 120000-მდეა.“; 15 სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება არაუმეტეს 500 ლარი პროგრამის შესაბამისად 0-დან 160000-მდეა.“; 16 ოჯახი, სადაც სამი და მეტი ეპილეფსიით დავადებულია მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა 60-80ლარი ყოველთვიურად 17 A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება 35-70 ლარი ყოველთვიურად 18 ოჯახი, რომლის არასრულწლოვან წევრს აქვს სამი ან მეტი დაავადება 100 ლარი ყოველთვიურად 19 ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, მათ შორის: 40 პროგრამის შესაბამისად 20 სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება არაუმეტეს 5000 ლარი 25000 პროგრამის შესაბამისად 21 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინის ქირის გადასახადი არაუმეტეს 100 ლარი 15 პროგრამის შესაბამისად 22 ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარი 220 პროგრამის შესაბამისად 23 მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება 113 100 ლარი ყოველ მე-4 და მომდევნო არასრულწლოვან ბავშვზე 160 ყოველთვიურად 24 მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება 2000 პროგრამის შესაბამისად 25 /გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის/ 250 პროგრამის შესაბამისად 26 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება 500 წელიწადში ერთხელ 27 უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი 250 3000 პროგრამის შესაბამისად 28 ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება 500 20 პროგრამის შესაბამისად ობოლი და 0-დან 150000-მდეა 29 ეკონომიურად გაჭირვებული ონკოლოგიური მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის: 150000 პროგრამის შესაბამისად 30 ეკონომიურად გაჭირვებული ონკოლოგიური ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად 150 არაუმეტეს წელიწადში ორჯერ 31 ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება 500 არაუმეტეს წელიწადში ორჯერ სულ: 1240000 ეკონომიურად  გაჭირვებული  მოქალაქეების   თანადაფინანსების  კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურებაში 50 ლარი 35 34 400 ლარი 180 60 ლარი 40 35 410ლარი 180 70 ლარი 50 36 420 ლარი 180 80 ლარი 55 37 430 ლარი 185 90 ლარი 65 38 440 ლარი 185 100 ლარი 70 39 450 ლარი 190 110 ლარი 75 40 460 ლარი 190 120 ლარი 75 41 470 ლარი 195 130 ლარი 80 42 480 ლარი 195 140 ლარი 85 43 490 ლარი 200 150 ლარი 90 44 500 ლარი 200 160 ლარი 100 45 520 ლარი 200 170 ლარი 100 46 530 ლარი 210 180 ლარი 110 47 550 ლარი 210 190 ლარი 115 48 560 ლარი 220 200 ლარი 120 49 580 ლარი 220 210 ლარი 120 50 600 ლარი 230 220 ლარი 120 51 630 ლარი 230 230 ლარი 120 52 650 ლარი 230 240 ლარი 120 53 680 ლარი 240 250 ლარი 125 54 700-750 ლარი 250 260 ლარი 130 55 780 ლარი 260 270 ლარი 135 56 800 ლარი 270 280 ლარი 140 57 850 ლარი 280 300 ლარი 150 58 900-1000 ლარი 300 310 ლარი 150 59 1000-1100 ლარი 320 320 ლარი 155 60 1100-1200 ლარი 330 330 ლარი 155 61 1200-1300 ლარი 340 340 ლარი 160 62 1300-1400 ლარი 360 350 ლარი 160 63 1400-1500 ლარი 380 360 ლარი 170 64 1600-2000 ლარი 400 380 ლარი 170 65 2000-2500 ლარი 450 390 170 66 2500-და  ზევით ლარი 500 ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად ჩვეულებრივი ონკოლოგიური 1 30 ლარი 20 1 50 ლარი 40 2 35 ლარი 25 2 55 ლარი 45 3 40 ლარი 30 3 60 ლარი 45 4 45 ლარი 30 4 65 ლარი 45 5 50 ლარი 35 5 70 ლარი 50 6 55 ლარი 35 6 75 ლარი 50 7 60 ლარი 35 7 80 ლარი 55 8 65 ლარი 40 8 85 ლარი 55 9 70 ლარი 40 9 90 ლარი 60 10 75 ლარი 45 10 100 ლარი 60 11 80 ლარი 50 11 100-120 ლარი 65 12 85 ლარი 50 12 120-200 ლარი 80 13 90 ლარი 50 13 200-230 ლარი 90 14 100 ლარი 50 14 230-300 ლარი 100 15 100-120 ლარი 55 15 300-330 ლარი 120 16 120-200 ლარი 60 16 330 და ზევით ლარი 150 17 200-220 ლარი 65 18 220-300 ლარი 70 19 300-330 ლარი 75 20 330-370 ლარი 85 21 370-400 ლარი 90 22 400 და ზევით ლარი 100