„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი 6)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი. მატკავას, გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2679
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი 6)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი. მატკავას, გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი 6)“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ სასესხო შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი