,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებებეის შეტანის თაობაზე``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№196
სარეგისტრაციო კოდი
130.010.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 04/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №196

2004 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წლის 1 მარტი, №22, მუხ. №207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია.“

2. დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

ბ) საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი;

გ) კონტრტერორისტული დეპარტამენტი;

დ) საგამოძიებო დეპარტამენტი;

ე) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტი;

ვ) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

ზ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

კ) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი;

ლ) ანალიტიკური დეპარტამენტი;

მ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (მთავარი სამმართველო);

ნ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრი (მთავარი სამმართველო).“.

3. დებულების მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

გ) ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;

დ) დასავლეთ რეგიონის მთავარი სამმართველო;

ე) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ვ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ზ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

ი) კახეთის რეგიონალური სამმართველო.“.

4. ამოღებულ იქნეს მე-20 პუნქტი.

5. 21-ე პუნქტს დამატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის კომპეტენციაა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა; საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საგარეო საფრთხის პროგნოზირება; საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში) ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;“.

მ. სააკაშვილი