„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№214
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.06.2015წ., 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №4-ის − „საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის უფროსი
უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი);
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი);
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
პროექტების მართვის გამოცდილება.
ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:
„სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (სტატუტი);
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები:
„მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
„საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
„სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“;
„ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმები:
„საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (1977 წლის 8 ივნისი);
„არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1977 წლის 8 ივნისი)“;
„დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღების შესახებ (2005 წლის 8 დეკემბერი)“;
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენცია;
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაეროს სისტემაში
http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო
http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c;
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტი
http://www.cpt.coe.int/en/default.htm;
გენდერული თანასწორობის კომისია
http://www.coe.int/t/DGHL/STANDARDSETTING/EQUALITY/;
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA)
http://www.coe.int/t/dghl/monitoring/trafficking/Docs/Monitoring/GRETA_en.asp;
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)
http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/default_en.asp;
ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჯგუფი (Pompidou Group)
http://www.coe.int/t/dg3/pompidou/default_en.asp.;
ევროკავშირის სააგენტოები:
ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილება (EUROJUST)
http://www.eurojust.europa.eu/Pages/home.aspx;
ნარკომანიისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA)
http://www.emcdda.europa.eu/
გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი (EIGE)
https://europa.eu/european-union/about-eu/agencies/eige_en.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი);
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
პროექტების მართვის გამოცდილება.
ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:
„სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (სტატუტი);
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები:
„მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
„საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
„სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“;
„ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმები:
„საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (1977 წლის 8 ივნისი);
„არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1977 წლის 8 ივნისი)“;
„დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღების შესახებ (2005 წლის 8 დეკემბერი)“;
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენცია;
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაეროს სისტემაში
http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო
http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c;
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტი
http://www.cpt.coe.int/en/default.htm;
გენდერული თანასწორობის კომისია
http://www.coe.int/t/DGHL/STANDARDSETTING/EQUALITY/;
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA)
http://www.coe.int/t/dghl/monitoring/trafficking/Docs/Monitoring/GRETA_en.asp;
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია (ECRI)
http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/default_en.asp.;
ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჯგუფი (Pompidou Group)
http://www.coe.int/t/dg3/pompidou/default_en.asp.;
ევროკავშირის სააგენტოები:
ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილება (EUROJUST)
http://www.eurojust.europa.eu/Pages/home.aspx;
ნარკომანიისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA)
http://www.emcdda.europa.eu/;
გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი (EIGE)
https://europa.eu/european-union/about-eu/agencies/eige_en.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მრჩეველი
უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
პროექტების მართვის გამოცდილება;
ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:
„სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები:
„მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
„საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“;
„სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“;
„ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმები:
„საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (1977 წლის 8 ივნისი);
„არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1977 წლის 8 ივნისი)“;
„დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღების შესახებ (2005 წლის 8 დეკემბერი)“;
„ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენცია;
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაეროს სისტემაში
http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო
http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c;
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტი
http://www.cpt.coe.int/en/default.htm;
გენდერული თანასწორობის კომისია
http://www.coe.int/t/DGHL/STANDARDSETTING/EQUALITY/;
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA)
http://www.coe.int/t/dghl/monitoring/trafficking/Docs/Monitoring/GRETA_en.asp;
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია (ECRI)
http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/default_en.asp.;
ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჯგუფი (Pompidou Group)
http://www.coe.int/t/dg3/pompidou/default_en.asp.;
ევროკავშირის სააგენტოები:
ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილება (EUROJUST)
http://www.eurojust.europa.eu/Pages/home.aspx;
ნარკომანიისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA)
http://www.emcdda.europa.eu/
გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი (EIGE)
https://europa.eu/european-union/about-eu/agencies/eige_en.“.
2. დანართი №8-ის − „ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ –
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სტრატეგიული განვითარების სამმართველოს მრჩეველი
უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − სისხლის სამართლის ან კარგი მმართველობის მიმართულებით და დასავლურ ქვეყნებში მიღებული მაგისტრის ხარისხი);
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია − სისხლის სამართლის ან კარგი მმართველობის მიმართულებით);
საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების გამოცდილება;
პროექტების (მათ შორის, კვლევითი პროექტების) მართვის და კოორდინაციის გამოცდილება;
სამართლებრივი დოკუმენტების/ანგარიშების შედგენის გამოცდილება;
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
სტრატეგიული მნიშვნელობის კანონპროექტების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადების გამოცდილება;
სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადების გამოცდილება;
სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების შემუშავების გამოცდილება;
უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება;
პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.
ნორმატიული აქტები, სხვა თემატიკა და დოკუმენტები:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR);
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (Rome Statute);
ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC);
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC);
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“;
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებით დამტკიცებული კორუფციის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და დებულება;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმა;
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სახელმძღვანელო წესები;
საერთაშორისო ინიციატივა –
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)
http://www.opengovpartnership.org/;
ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO)
http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp;
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN)
http://www.oecd.org/;
აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP)
http://www.coe.int/t/dgap/eap-facility/.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი