საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
მიღების თარიღი 29.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2729
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022886
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2729
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ (შემდგომში − კომისიის) 2016 წლის 27 დეკემბრის სხდომის №1 ოქმის გათვალისწინებით:
1. სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრისათვის სეისმური და გეოდეზიური ქსელის განახლებისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვისა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით:
ა) მოწონებულ იქნეს სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადება, სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურის/ტექნიკის შესყიდვასა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით დაფინანსდეს სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურის/ტექნიკის შესყიდვა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოები.აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არა უმეტეს 291,952.60 ლარით, კერძოდ:
ა.ა) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურის/ტექნიკის შესყიდვა − არა უმეტეს 222,256.60 ლარით;
ა.ბ) სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება − არა უმეტეს 69,696 ლარით;
ბ) კომისიის მიერ მიღებული საერთო რეკომენდაციის გათვალისწინებით, სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოდეზიური ქსელის გასაახლებლად საჭირო აპარატურისა და ტექნიკის შესყიდვისა და სეისმურ მონაცემთა ცენტრის ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის დაფინანსება განახორციელოს 2015 წლის 17 დეკემბერს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის №01/162-145 გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული დაფინანსებიდან;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით, სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს მიმდინარე საჭიროებაზე მორგებული ჩასატარებელი სამუშაოების განახლებული ხარჯთაღრიცხვა;
დ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №2698 განკარგულების საფუძველზე, სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად;
ე) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით;
ვ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;
ზ) სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არ არსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან;
თ) საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გადარიცხული თანხებიდან, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველ რიგში განახორციელოს თავისუფალი ნაშთის მიმართვა მიმდინარე და ახალი პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მოახდინოს ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება.
2. სსიპ
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისათვის ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:
ა) მოწონებულ იქნეს სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადება, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით დაფინანსდეს სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვისათვის;
ბ) აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არაუმეტეს 331,210 ლარით, კერძოდ:
ბ.ა) ავეჯის შესყიდვა – არაუმეტეს 188,675 ლარით;
ბ.ბ) კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა – არაუმეტეს 45,200 ლარით;
ბ.გ) საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვა – არაუმეტეს 97,335 ლარით;
გ) კომისიის მიერ მიღებული საერთო რეკომენდაციის გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკონფერენციო (სატრანსლაციო) ტექნიკის შესყიდვისათვის საჭირო დაფინანსება განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გადარიცხული თანხების ნაშთებიდან;
დ) საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები საჭიროების შემთხვევაში სსიპ –საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად;
ე) დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან;
ვ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;
ზ) საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გადარიცხული თანხებიდან, სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ანგარიშზე არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველ რიგში განახორციელოს თავისუფალი ნაშთის მიმართვა მიმდინარე და ახალი პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მოახდინოს ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსება.
3. სსიპ
– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №1 სასწავლო კორპუსში პირველი სართულის სრული რეაბილიტაციის, №2 სასწავლო კორპუსის ცენტრალური გათბობის მოწყობის, №2 სასწავლო კორპუსის გაზმომარაგების სისტემის მოწყობის და №1 და №2 სასწავლო კორპუსებში სახანძრო წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაციის მიზნით დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:
ა) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან დაფინანსდეს ქვემოთ მოყვანილი საკითხები შემდეგი პირობებით:
ა.ა) №2 სასწავლო კორპუსის ცენტრალური გათბობის მოწყობა – არაუმეტეს 150,520 ლარით;
ა.ბ) №2 სასწავლო კორპუსის გაზმომარაგება – არაუმეტეს 25,000 ლარით;
ა.გ) №1 და №2 სასწავლო კორპუსში სახანძრო სისტემისათვის საჭირო წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია – არაუმეტეს 67,120 ლარით;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ა“, ,,ა.ბ“ და ,,ა.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაფინანსება განხორციელდეს დამდგარი საჭიროების შესაბამისად, რომელიც სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებითა და დოკუმენტაციით;
გ) დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით;
დ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;
ე) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არ არსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.
4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსების გამოყოფა პროგრამიდან „უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი