„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის #31 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2017 წლის 10 იანვარი ქ.მარნეული |
„ზ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ნარჩენების განთავსების კონტროლი;“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. სამსახურის ამოცანები:
ა) საქართველოს კანონი თ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას. ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი;
ბ) საქართველოს კანონი თ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დადგენილი წესით სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების მიმართ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
დ) საქართველოს კანონი თ „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენები განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება.
2. მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირი, იღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შესაბამისი სახდელის დაკისრების თაობაზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმს;
3. სამსახური ადმინისტრაიული სამართალდაღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს:
ა) საქართველოს კანონი თ „პროედუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას შესაბამისი სახდელის დადების მიზნით უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით;
ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55, 552, 553, 1271 მუხლების მე-5 პუნქტით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 150, 1501, 151-ე მუხლის პირველი და მე-2, 152, 1522, 1534, 159, 1591 მუხლებით და საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აგზავნის განსჯად სასამართლოში;
გ) საქართველოს კანონი თ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1461, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 198-ე მუხლის და საქართველოს კანონი თ „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს საქმეებს და შეუფარდებს ადმინსიტრაციულ სახდელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით.“.
3. მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში;
ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშნებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ზ.ა) მშენებლობის განხორცილებისას გასცეს მითითება როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
ზ.ბ) დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
ზ.ბ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;
ზ.ბ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
ზ.ბ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
თ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან საამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება, თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
ი) შეადგინოს შემოწმების აქტი და წარუდგინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრურირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დემონტაჟის საფუძველი შეიძლება იყოს:
ი.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების შეუსრულებლობა;
ი.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, განხორციელება რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ი.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;
კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ლ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში:
ლ.ა) სახლმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა;
ლ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა;
ლ.გ) მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა;
ლ.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
ლ.ე) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა;
ლ.ვ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით;
ლ.ზ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბარებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა;
ლ.თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;
ლ.ი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება;
ლ.კ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა;
ლ.ლ) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
ლ.მ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
ლ.ნ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;
ლ.ო) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ლ.პ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;
ლ.ჟ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება);
ლ.რ) ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა;
ლ.ს) სამხედრო-საარღიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა;
მ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ნარჩენების მართვის კოდექსის საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში:
მ.ა) მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებით;
მ.ბ) სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
მ.გ) შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება;
მ.დ) ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
მ.ე) მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა;
მ.ვ) სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
მ.ზ) სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა;
მ.თ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა;
ნ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში;
ო) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;
პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
|