📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.01.2017
ძალის დაკარგვა 20.03.2018
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,267 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2017 მიღება
20.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ  ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2017 წლის 10 იანვარი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის №3 დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ". მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესი  თავი 1  სოციალური პროგრამები, დახმარების მიმღები კატეგორიები და მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები ეს წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების დაფინანსებისა და ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დახმარების მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი  დოკუმენტების ნუსხას, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობასა და მისი გაცემის პროცედურას.                                                     მუხლი 1🔗. ოჯახებისა და ბავშვების დახმარება 1.  ერთჯერადად,  თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დახმარებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილე-ბულ პირთა ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი.  თანხა გათვალისწინებულია ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა)   განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ქსეროასლი; გ)  განმცხადებლის პირადობის ქსეროასლი; დ)  მშობლ(ებ)ის პირადობისა და დევნილობის მოწმობების ქსეროასლები; ე)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. 4. ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ატარებს დევნილი მშობლის  გვარს. 5. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით უნდა მიმართოს ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. მუხლი 2🔗. გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირის ოჯახი.  თანხა გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში  უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) დახმარების მიმღები პირის განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)  გარდაცვლილ პირთან მისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სანოტარო აქტი სამი მეზობლის დადასტურებით, მის მიერ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯების გაღების თაობაზე; გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დ)  გარდაცვლილის გარდაცვალებისა და დევნილის მოწმობების ქსეროასლები; დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილი პირის 2008 წლის აგვისტომდე ახალგორის მუნიციპალიტეტში  მუდმივად ცხოვრების შესახებ; ე)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. დახმარების თანხის ოდენობა განსაზღვრულია 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. 5. გარდაცვლილის ოჯახმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით უნდა მიმართოს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში. მუხლი 3🔗. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება 1.  ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ითვალისწინებს:  დევნილი მოქალაქეების იმ გამოკვლევის, ოპერაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება ჯანდაცვის საყოველთაო სადაზღვევო პროგრამით, ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. აგრეთვე, დაზღვევის მიერ გაწეული დახმარების შემდგომ დარჩენილი თანხის თანადაფინანსებას. დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი; დევნილი ოჯახის წევრებმა, რომელთაც არა აქვთ დევნილის სტატუსი, უნდა წარმოადგინონ დევნილ მეუღლესთან  ქორწინების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 2. მოქალაქეთა გამოკვლევის, მკურნალობის და ოპერაციის პროგრამები ხორციელდება მოქალაქეთა მიერ შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტის, გამგეობიდან გაცემული საგარანტიო წერილის, სამკურნალო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ შემოსული დოკუმენტის საფუძველზე  უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით). 3. ერთ მოქალაქეზე დახმარების თანხის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ნორმატივებით: ა)  ერთ მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო დახმარების ოდენობა წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ერთი ათას) ლარს; ბ) არ დაფინანსდეს 100 (ასი) ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება, გარდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა; გ)  101 ლარიდან 250 ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 100%-ით; დ)  251 ლარიდან 500 ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 80%-ით; ე)  501 ლარიდან 1000 ლარამდე მომსახურება დაფინანსდეს 70%-ით; ვ) 1000 ლარზე ზევით სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 4. ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამით დახმარების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში  უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა)  განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობისა და დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა  №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა – კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან განმცხადებლისათვის სადაზღვევო პროგრამით აღმოჩენილი დახმარების შესახებ. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ. მუხლი 4🔗.  ასი და მეტი წლის ასაკის მოქალაქეთა დახმარება 1.  წელიწადში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით  ფულად დახმარებას მიიღებს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 100 (ასი) და მეტი წელი. 2. აღნიშნული დახმარების მისაღებად ხანდაზმულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა)  განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  პირადობისა და დევნილობის მოწმობების ქსეროასლები; დევნილის მოწმობის არქონის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე პირის ახალგორში მუდმივად ცხოვრების შესახებ; გ)  საბანკო ანგარიში. 3.  დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.                                                                  თავი II                            სოციალური დახმარების განკარგვა-გაცემის ორგანიზაცია,                                                ადმინისტრირება და ანგარიშგება მუხლი  5🔗. სოციალური დახმარების განკარგვა-გაცემის ორგანიზაცია 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვა-გაცემის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამების მომსახურების სამუშაო ჯგუფი. 2.   ახალგორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ორგანიზაციას უკეთებს მოქალაქეთა განცხადებების დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტების თავმოყრას, გადამოწმებას  და სამუშაო ჯგუფის სხდომებისათვის მომზადებას. 3. სოციალური პროგრამების მომსახურეობის სამუშაო ჯგუფი სხდომაზე იხილავს და ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს და  თანდართულ დოკუმენტაციას. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში ამზადებს წინადადებას მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დახმარების გაწევის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში საბუთები შენიშვნებით უბრუნდება განმცხადებელს. 4.  დახმარების მიმღები სუბიექტის არაქმედუნარიანობის შემთხვევაში თანხის მიღების თაობაზე დოკუმენტაცია შეიძლება წარმოადგინოს ოჯახის სხვა წევრმა. მუხლი 6🔗.  სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. ჯგუფის  თავმჯდომარე ხელმძღვანელობს  და უძღვება მის სხდომებს. 3. ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია  სხდომის ოქმის შედგენაზე და სხდომის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში უძღვება  ჯგუფის მუშაობას. ამ შემთხვევაში სხდომის მდივანი უფლებამოსილია  სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. 4. სამუშაო ჯგუფი  მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს  კვირაში ერთხელ მაინც. 5. ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 7🔗.  სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2.  სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით (ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა). მუხლი 8🔗.  სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1.  სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2.  სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია ჯგუფის თავმჯდომარე. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ჯგუფის  წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6.  სამუშაო ჯგუფის  დასკვნა გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1.  სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2. სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წინაშე. იგი გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას კვარტალში ერთხელ  წარუდგენს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, ხოლო ექვს თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს გამგებელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 10🔗.   პროგრამის შეზღუდვის სფერო 1. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და დევნილობის არმქონე პირებზე. მშობიარობაზე (მ.შ., საკეისრო კვეთა), ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურეობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება ინპლანტატის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით),  სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი (მ.შ. იმ პროცედურაზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას), გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით: სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), მედიკამენტებზე, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ინტოქსიკაციის მომსახურეობაზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე.