საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.003.019709
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2017
matsne.gov.ge 1,085 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
კრედიტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული  ბენეფიცი
არის საბანკო კრედიტი/სესხი, რომლის ძირითადი თანხის ჯამურად შესასრულებელი ვალდებულება, 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, კონვერსიის განმახორციელებელ ბანკში ან პორტირებისას, საიდანაც ხორციელდება პორტირება, არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს
მუხლი 2
პორტირება - ბენეფიცი
არის მიერ მისი კრედიტის ერთი ან რამდენიმე ბანკიდან/კომერციული ბანკიდან სხვა ბანკში გადატანა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 25.06.2020 სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 22.06.2017 „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 02.08.2021 იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ საქართველოს კანონი 90% 29.11.2022 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 02.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №1 2017 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  დამტკიცდეს თანდართული საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამა. მუხლი 2🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სახაზინო სამსახურმა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხა ასახოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის (პროგრამული კოდი: 60 13) გათვალისწინებულ ასიგნებების ფარგლებში გაწეულ ხარჯებში. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით დაფინანსებულ საბანკო კრედიტზე/სესხზე ან მათ ნაწილზე. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი საბანკო კრედიტის/სესხის  საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზნები და ამოცანები ამ პროგრამის ამოცანაა 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ აღებული საბანკო კრედიტების/სესხების საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  კონვერსია და საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სუბსიდირების განხორციელება, საქართველოს მოქალაქეთა საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის გაზრდისა და შემდგომში მათი განკარგვადი შემოსავლების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის მიზნებისთვის, მასში   გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა - კრედიტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამა; ბ) ბენეფიციარი - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, მსესხებელი, რომლის ანგარიშზეც მოხდა კრედიტის ჩარიცხვა და რომლის 2015 წლის შემოსავლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზების შესაბამისად  (მისი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შესაბამისად ერთობლივი შემოსავლისა და  დამქირავებლის მიერ წარდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით, განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი განაცემის ჯამი), ბანკის მიერ გადამოწმების მომენტისთვის, არ აღემატება წლიურად 100 000 (ასი ათასი) ლარს და რომლის კრედიტი  აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს; გ) ეროვნული ბანკი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკი; დ) კონვერსია - პროგრამის ბენეფიციარზე აშშ დოლარით გაცემული კრედიტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ასახვა; ე) სუბსიდირება - ამ პროგრამით განსაზღვრული მიზნებისთვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამავე პროგრამით დადგენილი წესით განსახორციელებელი დაუბრუნებელი ტრანსფერი, გარდა ამ პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) კომერციული ბანკი - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი; ზ) ბანკი - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელიც ამ პროგრამის მე-6 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას; თ) კრედიტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული  ბენეფიციარის საბანკო კრედიტი/სესხი, რომლის ძირითადი თანხის ჯამურად შესასრულებელი ვალდებულება, 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, კონვერსიის განმახორციელებელ ბანკში ან პორტირებისას, საიდანაც ხორციელდება პორტირება, არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს; ი) პორტირება - ბენეფიციარის მიერ მისი კრედიტის ერთი ან რამდენიმე ბანკიდან/კომერციული ბანკიდან სხვა ბანკში გადატანა. მუხლი 3🔗. სუბსიდირებას დაქვემდებარებული კრედიტი 1. სუბსიდიას ექვემდებარება კონვერსიის განმახორციელებელ ბანკში ან პორტირებისას, საიდანაც ხორციელდება პორტირება, კონვერსიის განხორციელების დღეს ერთ ბენეფიციარზე უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული კრედიტის ჯამურად შესასრულებელი ვალდებულება ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს შემდეგი თანხებიდან უმცირესს: ა) 2015 წლის 1 იანვრისათვის ბანკებში არსებული კრედიტის ძირითადი შესასრულებელი ვალდებულების ჯამური  მოცულობა; ბ) 2016 წლის 28 ნოემბრისთვის ბანკებში არსებული კრედიტის ძირითადი შესასრულებელი ვალდებულების ჯამური  მოცულობა; გ) 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარი; დ) 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, კრედიტის არსებული უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება (ბანკში არსებული ბოლო შეფასების მიხედვით).   2. კონვერსიის განხორციელების დღეს ან პორტირების შემთხვევაში, არაუგვიანეს 8 სამუშაო დღისა, კრედიტთან მიმართებაში ბანკი უნდა იყოს პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი (იპოთეკარი). მუხლი 4🔗.  კონვერსიის განხორციელების ვადები და პირობები 1. კონვერსიის განხორციელების მიზნით, ბენეფიციარი მიმართავს კრედიტის გამცემ ან პორტირების შემთხვევაში კონვერსიის განმახორციელებელ ნებისმიერ ბანკს 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 17 მარტის ჩათვლით. 2. ბანკი კრედიტის კონვერსიას ახორციელებს 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით პერიოდში, კონვერსიის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსზე ერთ აშშ დოლარზე 20 თეთრით ნაკლები გაცვლითი კურსით, კონვერტაციის ან რაიმე მსგავსი დამატებითი საკომისიოს დარიცხვის გარეშე. მუხლი 5🔗. ფინანსური ხარჯის დაკისრების აკრძალვა ბანკმა ამ პროგრამის შესაბამისად ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტზე არ შეიძლება ბენეფიციარს დააკისროს კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული რაიმე სახის ფინანსური ხარჯი. მუხლი 6🔗. პროგრამაში კომერციული ბანკის მონაწილეობა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. სუბსიდიის მიღების მიზნით ბანკი, რომელიც  ამ პროგრამის შესაბამისად ახორციელებს ბენეფიციარის კრედიტის კონვერსიას, ეროვნულ ბანკს აწვდის ინფორმაციას ამ პროგრამის შესაბამისად მის მიერ ცალკეული კონვერსირებული  კრედიტის რაოდენობისა და მოცულობის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პერიოდულობით. 2. კომერციული ბანკი ამ პროგრამის მონაწილედ ითვლება  ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართვის საფუძველზე. მუხლი 7🔗. ბანკისთვის თანხების მიწოდება ამ პროგრამის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიმართვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მიჰყიდის კონვერსიის განმახორციელებელ ბანკს აშშ დოლარს მიყიდვის  დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით ნაკლები კურსით და აღნიშნული სხვაობა იმავე სამუშაო დღეს უაქცეპტოდ ჩამოიჭრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.  მუხლი 8🔗. სუბსიდიის ფარგლები 1. სუბსიდიას ექვემდებარება ერთ ბენეფიციარზე მხოლოდ ერთჯერადად და მხოლოდ ერთ ბანკში კონვერსიის დღეს არსებული კრედიტის ნარჩენი ღირებულება. 2. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს კრედიტ(ებ)ი გააჩნია რამდენიმე ბანკში, იგი უფლებამოსილია, მოახდინოს კრედიტ(ებ)ის პორტირება ერთ ბანკში. მუხლი 9🔗. ბანკის მიერ ანგარიშის წარდგენის წესი და შედეგები 1. ბანკი, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ახორციელებს ბენეფიციარის კრედიტის კონვერსიას, პროგრამის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ან მოთხოვნისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ინფორმაციას ამავე პროგრამის შესაბამისად მის მიერ ცალკეული კონვერსირებული კრედიტ(ებ)ის რაოდენობის, მოცულობისა და სუბსიდირების შესახებ. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენიდან 2 (ორი) კვირის ვადაში, ბენეფიციართან მიმართებით,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის ან/და სხვაგვარი შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე ამ პროგრამის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამოვლენისას, განხორციელებული სუბსიდია ბრუნდება  ამ  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 3. ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ამ პროგრამის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაზე, სისწორესა და კრედიტის ამავე პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ბანკი. ბანკის მიერ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის არასწორად ან არასრულად მიწოდებული ინფორმაციის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, კონკრეტული კრედიტის მიმართ არასწორად განხორციელებული სუბსიდია დაუბრუნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის წარდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 10🔗. კრედიტის უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების (იპოთეკის) რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურისგან გათავისუფლება 1. ბენეფიციარი ამ პროგრამის ფარგლებში თავისუფლდება უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის საფასურისგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის საფასურისგან გათავისუფლების საფუძველია ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება ან ბანკის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია.  მუხლი 11🔗. პროგრამის მოქმედების ვადა პროგრამა მოქმედებს 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 25 მარტამდე.