⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.08.2018)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2017
ძალაში შესვლა 13.01.2017
ძალის დაკარგვა 08.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 992 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2017 მიღება
13.01.2017 ძალაში შესვლა
08.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №2/ნ 2017 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №10/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 13 იანვრიდან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 4. სამსახურის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები. სამსახურის ქონება და ბიუჯეტი წარმოადგენს დეპარტამენტის ქონებისა და ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს. 5. სამსახური არის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 6. სამსახურის ბალანსზე არსებული ქონება წარმოადგენს დეპარტამენტის ქონებას. 7. სამსახურს აქვს საკუთარი ბეჭედი. 8. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №3. მუხლი 2🔗. სამსახურის ანგარიშვალდებულება 1. სამსახური ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს სამსახურის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და თავმჯდომარის ბრძანებებს. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სამსახურის ხელმძღვანელის აქტები ძალადაკარგულად ცნოს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. 4. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს დეპარტამენტის ინფორმირება სამსახურის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. 5. სამსახური ვალდებულია დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ. მუხლი 3🔗. სამსახურის მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი სამსახურის, მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობასა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებს განეკუთვნება: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის სრულყოფის და განვითარების ხელშეწყობა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ფუნქციონირების კონტროლი და კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განვითარებული სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შესახებ, ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის მიწოდება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული და დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, პერიოდულად, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება და დეპარტამენტში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა მათი მდგომარეობის შესახებ; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი კუთვნილებების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და ინფორმაციის დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების მონიტორინგის განხორციელება; მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად მონაწილეობის მიღება; ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შესაბამისი საგზაო სამუშაოების განხორციელებისათვის სამშენებლო მოედნის გამოთავისუფლებისა და სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, განსახლების პროცედურების კოორდინაცია და მხარდაჭერა; ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განსახორციელებელი/განხორციელებული საგზაო სამუშაოების მონიტორინგის კოორდინაცია; პ) დეპარტამენტის დაკვეთით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მიმდინარე შესაბამისი საგზაო სამუშაოების დადგენილ ვადებში განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე წინადადებების დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა, დეპარტამენტის მიერ დასახული ღონისძიებების მხარდაჭერა და კოორდინაცია; ჟ) სამსახურის კომპეტენციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი უძღვება სამსახურის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და მის გამოყენებაზე, აგრეთვე საბიუჯეტო და სხვა ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 3. სამსახურის უფროსი: ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; დ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ე) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანათა შესასრულებლად; ზ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის, ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის საჯარო მოხელე. 5. სამსახურის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 5🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.