⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.08.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2017
ძალაში შესვლა 13.01.2017
ძალის დაკარგვა 08.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,372 სიტყვა · ~42 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2017 მიღება
13.01.2017 ძალაში შესვლა
08.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №1/ნ 2017 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 13 იანვრიდან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება . მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 4. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები. 5. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 6. დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. დეპარტამენტის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეპარტამენტის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, დეპარტამენტის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. 7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს. 3. მინისტრი უფლებამოსილია დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები ძალადაკარგულად ცნოს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. 4. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. 5. დეპარტამენტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება; გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი; დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საგზაო სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი; გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განვითარებული სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების შეფასება, პრევენციული/დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; დ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განსახორციელებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა; ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის საკითხებთან მიმართებაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ვ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, ასევე ნაპირდაცვის, ნაპირაღდგენის და სხვა სახის სამუშაოების ფარგლებში, განსახლების პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით: ვ.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება; ვ.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია; ვ.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება; ვ.დ) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დეპარტამენტის ფინანსური რესურსების ფარგლებში შესაბამისი ანაზღაურების (მათ შორის, შესაბამისი კომპენსაციების გაცემა) განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება; თ) საინვესტიციო პროექტებით დაფინანსებული საგზაო სამუშაოების დაგეგმვა; ი) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობისათვის შესაბამისი სახსრების, მათ შორის ინვესტიციების, მოზიდვა; კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ განსხვისების ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარება და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მესამე პირების მიერ დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) დეპარტამენტის ყოველწლიური ობიექტებისა და სამუშაოების გეგმების დამტკიცება; ნ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია; ო) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა; პ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება ნუსხის დამტკიცების/მასში ცვლილებების შეტანის მიზნით; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; რ) საავტომობილო გზების სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო; ს) საავტომობილო გზების დარგში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხების, მიღებული გრანტების, პროგრამებითა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფორმით მიღებული სახსრების მართვა; ტ) საავტომობილო გზების დარგში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრების შემუშავება; ფ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობის განხორციელება; ქ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შემუშავება სამეურნეო საქმიანობის კონტროლის მიზნით; ღ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მოსალოდნელი სტიქიური მოვლენებისაგან თავდაცვის პრევენციული და ამ პროცესებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება; ყ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემების, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტების დადგენა; შ) ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ორგანიზება; ჩ) სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში მონიტორინგის განხორციელება; ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების განხორციელება; ძ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ტექნიკური სამდივნოს დირექცია; ბ) ადმინისტრაციული სამსახური; გ) ლოჯისტიკის სამსახური; დ) საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახური; ე) ფინანსების მართვის სამსახური; ვ) საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახური; ზ) საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამსახური; თ) საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური; ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; კ) საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახური; ლ) სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახური; მ) მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახური; ნ) საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახური; ო) იურიდიული სამსახური; პ) განსახლების სამსახური; ჟ) გარემოს დაცვის სამსახური; რ) ნაპირდაცვის სამსახური. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები 1. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახური; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახური. 2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ტერიტორიული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 4. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე; გ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე; დ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას; ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ი) ამტკიცებს დეპარტამენტის ემბლემას; კ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მინდობილობებს; მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტის, მათ შორის, ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს; ნ) წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ო) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს; პ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოიწვიოს კონკრეტული სფეროს სპეციალისტები; ჟ) ანაწილებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის, ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს შორის ფუნქციებს და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ტექნიკური მდივანი და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ტექნიკური მდივნის/მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის, ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ტექნიკური მდივანი ან დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ტექნიკური მდივნის/მოადგილეთა ფუნქციები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – ტექნიკურ მდივანს, ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი/დირექტორი: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას; ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – ტექნიკურ მდივანს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად; ი) ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე დეპარტამენტის თავმჯდომარის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის – ტექნიკური მდივნის ან/და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის/დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის/დირექტორის მოადგილე, ან შესაბამისი სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი/დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია სამსახურის/დირექციის უფროსის წინაშე, ხოლო შესაბამისი სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის/დირექციის უფროსის ან/და სამსახურის/დირექციის უფროსის/დირექტორის მოადგილის წინაშე. მუხლი 8🔗. ტექნიკური სამდივნოს დირექცია 1. ტექნიკური სამდივნოს დირექცია არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ტექნიკური სამდივნოს დირექციის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებზე ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა და დეპარტამენტის სათათბირო ორგანოსათვის – ტექნიკური საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საპროექტო გადაწყვეტილებებისათვის საკითხის მომზადება და დეპარტამენტის სათათბირო ორგანოსათვის – ტექნიკური საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა. დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს მნიშვნელოვანი საპროექტო გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; გ) დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციის ხელშეწყობა და მათი შესრულების მონიტორინგი; დ) პროექტების ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის და მომზადებული ანგარიშების ანალიზი. ანალიზის შედეგად დასმულ საკითხებზე სათანადო არგუმენტაციის/წინადადებების მომზადება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისათვის წარდგენის მიზნით; ე) დეპარტამენტის – სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს დებულების შესაბამისად, ტექნიკური საბჭოს მოწვევის ორგანიზაციული საკითხების წარმართვა და მისი სხდომის ოქმების გაფორმება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დირექციაში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ზ) დეპარტამენტის თავმჯდომარის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის – ტექნიკური მდივინის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დირექციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; თ) დირექციის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახური 1. ადმინისტრაციული სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურაში, ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სამმართველო; გ) საქმისწარმოების სამმართველო; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო. 3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით: ა.ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადება; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დეპარტამენტის თავმჯდომარის მივლინებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული თათბირების გამართვის ორგანიზება; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, სხვადასხვა სათათბირო ორგანოებთან – კომისიებთან და საბჭოებთან ურთიერთობის კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთის ქვეყნებში დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის-ტექნიკური მდივნის, თავმჯდომარის მოადგილეებისა და მათი თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზება დეპარტამენტის თავმჯდომარესთან/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან – ტექნიკურ მდივანთან/დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილესთან (შემდგომში – დეპარტამენტის ხელმძღვანელობა); ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ზ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და ატესტაციების შედეგების პირად საქმეებში ასახვა; თ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის, შესაბამისი წარდგინების მომზადება და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება; ი) დეპარტამენტში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; კ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; ლ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის დამუშავება; მ) შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფაილური სისტემების შესაბამისად, ფაილური სისტემების კატალოგების წარმოება; ო) დეპარტამენტის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება; პ) დეპარტამენტის მოხელეების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება; ჟ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საშვების დამზადებისა და გაცემის ორგანიზება; რ) დეპარტამენტის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, დეპარტამენტში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; ს) დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის შესაბამის ვადებში შესრულების კონტროლის ხელშეწყობა; ტ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა; უ) დეპარტამენტში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად არის განკუთვნილი; ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდუმლო საქმისწარმოება; ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფის მიზნით: ქ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვა; ქ.გ) დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ.დ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა; ღ) საზოგადოებასთან და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ყ) დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის; შ) დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის განახლება; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ც) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ძ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; წ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) „ვ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სამმართველო; გ) „რ“-„ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების სამმართველო; დ) „ქ“-„შ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ე) „ჩ“-„წ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 10🔗. ლოჯისტიკის სამსახური 1. ლოჯისტიკის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ლოჯისტიკის სამსახურის სტრუქტურაში, ლოჯისტიკის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველო. 3. ლოჯისტიკის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) დეპარტამენტის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; გ) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა; დ) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; ე) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობების უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გათბობის საშუალებებისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე, სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ზ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; თ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება; კ) დეპარტამენტის ქონების დასაწყობებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; ლ) დეპარტამენტის შესაბამისი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაცია; მ) დეპარტამენტის შესაბამისი უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი; ნ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა; ო) წლის განმავლობაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობების ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ლოჯისტიკის სამსახურის სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) „ი“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ლოჯისტიკის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველო; გ) „მ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ლოჯისტიკის სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 11🔗. საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახური 1. საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოძრაობის ორგანიზაციის ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების და სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიღება გზებზე არსებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმების შესახებ; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დეტალური დამუშავებისა და ამ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვა დაინტერესებული უწყებებისათვის და მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის; დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განვითარებული სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შესახებ, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და აღნიშნულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; ე) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან და აღნიშნულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სისტემატიური მიწოდება, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა; ვ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების ვიდეოკონტროლის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და დაინტერესებული პირებისათვის; ზ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ვიდეოკონტროლის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება; თ) დეპარტამენტის შიდა კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა; ი) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; კ) დეპარტამენტის სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 12🔗. ფინანსების მართვის სამსახური 1. ფინანსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ფინანსების მართვის სამსახურის სტრუქტურაში, ფინანსების მართვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო; ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო. 3. ფინანსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების/სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მოთხოვნების საფუძველზე, დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება; ბ) დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობის წარმართვა; გ) დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალური დაგეგმვის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისგან, დეპარტამენტისათვის საგზაო და სხვა სამუშაოებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელება; ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა; ვ) საგზაო და სხვა სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებით (სესხები და გრანტები) განსახორციელებელი სამუშაოების წლიური საფინანსო გეგმების მომზადება; ზ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, დეპარტამენტის ქონების განკარგვის ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტურად მართვის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება; თ) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება; ი) დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის უწყებაში; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სასესხო ხელშეკრულებების პროექტების, მასალების, დოკუმენტაციის შესწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) შესაბამისი მასალების მომზადება, სესხისა და გრანტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე მათი ათვისების თაობაზე სტატისტიკური, ფინანსური და სხვა საჭირო ანგარიშების შესადგენად; მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო; ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო; გ) „ი“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ფინანსების მართვის სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. 5. ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი. მუხლი 13🔗. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახური 1. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის სტრუქტურაში, საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველო; ბ) საგზაო აქტივების მართვის სამმართველო. 3. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულყოფა, მათი საექსპლუატაციო მაჩვენებლების სისტემატური ამაღლების ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული სამუშაო გეგმების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) ყოველი თვის დასაწყისში, გარდა ზამთრის თვეებისა, დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების და სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი მიმდინარე შეკეთების სამუშაოების გეგმა-პროგნოზებისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების გეგმების ფინანსური ანალიზის მომზადება და მისი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესათანხმებლად წარდგენა; ვ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განვითარებული სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების შეფასება, პრევენციული/დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისა და სტიქიის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია და მონიტორინგი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი; თ) მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოთა შესახებ წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტებით დაფინანსებული საგზაო სამუშაოების დაგეგმვის ხელშეწყობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობისათვის შესაბამისი სახსრების, მათ შორის ინვესტიციების, მოზიდვის ხელშეწყობა; ლ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თაობაზე არსებული სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება პერსპექტიული გეგმებისა და გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას; მ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, მათი გადამუშავება და სრულყოფა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველო; ბ) „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანას ასრულებს საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საგზაო აქტივების მართვის სამმართველო; გ) „მ“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 14🔗. საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამსახური 1. საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, შესაბამისი ორგანიზაციების მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აუდიტში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების მომზადება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინსპექტირების ჩატარება, უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგის დაწესება; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ან/და ტერიტორიული ორგანოს მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, სახეობების, გამომწვევი მიზეზების და შედეგების მიხედვით კლასიფიკაცია, ანალიზი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების კონცენტრაციის ადგილების, ე.წ. „შავი წერტილების“ გაჯანსაღებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების მომზადება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების წარმოების უზრუნველსაყოფად, კონტრაქტორი ორგანიზაციების ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შემოწმების, დამტკიცების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების, კონტრაქტორ ორგანიზაციებზე სქემების გადაცემის პროცედურათა განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პროცედურების მიხედვით საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განთავსებაზე მონიტორინგის განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მონიტორინგის განხორციელება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებასა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად მონაწილეობის მიღება; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფიდან ან/და ტერიტორიული ორგანოდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, პერსპექტიული გეგმებისა და საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას მათი გამოყენება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების შეთანხმების პროცედურათა განხორციელება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 15🔗. საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური 1. საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან მიმდინარე და პერიოდული შეკეთების შესასრულებელ სამუშაოებზე დეპარტამენტში წარდგენილი გეგმა-პროგნოზის მიღება, შეთანხმება და ფინანსური ანალიზის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაცემა; გ) მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი, აგრეთვე ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ; დ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე, საზედამხედველო მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დეპარტამენტში წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველი თვის ბოლოს, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების შესრულებული სამუშაოების შეთანხმებულ გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადასტურება და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ე) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განხორციელებული მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ვ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით; ზ) საავტომობილო გზებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; თ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე დეპარტამენტის მიერ უკვე გაცემული თანხმობის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით; კ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დეპარტამენტში წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის; ლ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შემთხვევაში მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შესახებ სათანადო აქტების შედგენა; მ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მიმდინარე ან დასრულებული მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების, მიმდინარე შეკეთების, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშოების შერჩევითი შემოწმება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ნ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ჩატარებული შერჩევითი შემოწმების შედეგებზე სათანადო დოკუმენტაციის და წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შემდგომი რეაგირების მიზნით წარდგენა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების საკითხებთან მიმართებით შესყიდვების განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 16🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური 1. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სტრუქტურაში, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების სამმართველო; ბ) შესყიდვების ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო. 3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების/სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საგზაო სამუშაოებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის განხორციელება; გ) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული გეგმის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება; ე) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და შემდგომი მონიტორინგი; ვ) დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე (ფაქტობრივად გადახდილი თანხა) აღნიშნულ სისტემებში ინფორმაციის განთავსება; ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილებების შესრულება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანას ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების სამმართველო; ბ) „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის შესყიდვების ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო; გ) „ბ“ და „ე“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 17🔗. საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახური 1. საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის სტრუქტურაში, საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სამმართველო; ბ) საერთაშორისო შესყიდვების სამმართველო. 3. საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებით, წესებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, აგრეთვე გამოყოფილი სესხისა და გრანტის ათვისების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; ბ) საავტომობილო გზების საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა; გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება მიმდინარე და დასრულებული საავტომობილო გზების საინვესტიციო პროექტების შესახებ; დ) მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სესხისა და გრანტის სახით მიღებული სახსრების ფარგლებში განსახორციელებელი საავტომობილო გზების საინვესტიციო პროექტებზე შესყიდვების განხორციელების ორგანიზება; ე) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება და ვიზირება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად და შესაბამის ვადაში განხორციელების მიზნით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობა, რომლებიც უზრუნველყოფენ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ტექნიკური საკითხების მართვას, გაუწევენ სამსახურს სათანადო საექსპერტო მომსახურებას, კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილი საავტომობილო გზების საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის ხელშეკრულებების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სამმართველო; ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის საერთაშორისო შესყიდვების სამმართველო; გ) „ვ“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 18🔗. სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახური 1. სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის სტრუქტურაში, სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო; ბ) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო. 3. სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პერსპექტიული და ყოველწლიური პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შემდგომ, მათ შესრულებაზე მონიტორინგის და კონტროლის განხორციელება; ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ დეპარტამენტის ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით; დ) დეპარტამენტის დაკვეთით, მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, მრავალწლიანი შესყიდვისას, შესაბამისი წლის დასაწყისში, საინვენტარიზაციო უწყისების და შესაბამისი გრაფიკების დეპარტამენტში წარდგენის უზრუნველყოფა, მათი ხელშეკრულებებთან და შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობის მონიტორინგი;  ე) შესრულებული რეაბილიტაციის სამუშაოების მიღებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი საზედამხედველო ორგანიზაციებიდან, დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ვ) შესრულებული რეაბილიტაციის სამუშაოების თაობაზე დეპარტამენტში წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცალკეულ პროექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის; ზ) რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან განხილვა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე პრობლემური საკითხების აღმოფხვრის მიზნით დასაბუთებული წინადადებების წარდგენა; თ) დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტაციის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის საკითხებთან მიმართებით, შესყიდვების განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი რეაბილიტაციის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით; მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს: ა) სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო ასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმართ; ბ) სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ. 5. საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის შესაბამის სამმართველოს შეიძლება დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კონკრეტული პროექტების მიმართ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულება. მუხლი 19🔗. მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახური 1. მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის სტრუქტურაში, მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო; ბ) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო. 3. მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პერსპექტიული და ყოველწლიური პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შემდგომ მათ შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება; ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ დეპარტამენტის ყოველწლიური გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი; გ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განსახორციელებელი მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საკითხებთან მიმართებით, შესყიდვების განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; ე) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, დეპარტამენტის დაკვეთით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის, სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; ვ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების მიღებაზე (შუალედური და საბოლოო) შესაბამისი საზედამხედველო ორგანიზაციებიდან დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; თ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, შესაბამისი პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესახებ; ი) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული რეკომენდაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ლ) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; მ) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი შუალედური ანგარიშების განხილვა და შედეგებზე რეაგირებისათვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება; ნ) დასრულებული მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს: ა) მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო ასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმართ; ბ) მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველო ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ. 5. საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის შესაბამის სამმართველოს შეიძლება დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კონკრეტული პროექტების მიმართ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულება. მუხლი 20🔗. საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახური 1. საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სტრუქტურაში, საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) პროექტების ანალიზის სამმართველო; ბ) ტექნიკური ნებართვების სამმართველო; გ) ხელოვნური ნაგებობების სამმართველო; 3. საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა; ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და საავტომობილო გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობის დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება; გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა (შეთანხმების შემთხვევაში); დ) არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გატარების შეთანხმება და თანხმობის შემთხვევაში, ტექნიკური პირობების გაცემა; ე) დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებიდან/სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, დეპარტამენტის დაკვეთით, მიმდინარე შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციისა და გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო ხიდების გამოკვლევა-გამოცდის მიზნით ყოველწლიური გეგმების დამუშავება და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობების საინჟინრო პროექტის დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება; თ) საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე დეპარტამენტის, როგორც დამკვეთის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა და მათი შესრულების კონტროლი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების შესასრულებლად დეპარტამენტში წარდგენილი პროექტების განხილვა, პროექტის ტექნიკური მონიტორინგისა და შესაბამისი ანალიზის ჩატარების უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებისა და მასზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობათა მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა; ლ) საინჟინრო პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური პირობების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; ნ) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციების ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ო) დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების მომზადებაში მონაწილეობა, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინებისა და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით; პ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანას ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის პროექტების ანალიზის სამმართველო; ბ) „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ტექნიკური ნებართვების სამმართველო; გ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანას ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ხელოვნური ნაგებობების სამმართველო; დ) „ვ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის პროექტების ანალიზისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველოები კომპეტენციის ფარგლებში; ე) „პ“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ყველა სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 21🔗. იურიდიული სამსახური 1.  იურიდიულ სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. იურიდიული სამსახურის სტრუქტურაში, იურიდიული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო. 3. იურიდიული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა; გ) სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება; დ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში; ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის შესაბამისი ღონისძიებების წარმართვა; თ) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა ან სამართლებრივი ექსპერტიზა; ი) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება, გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა, ასევე, გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათი ცვლილებების სამართლებრივი კუთხით ვიზირება; კ) დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო; გ) „ლ“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს იურიდიული სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 22🔗. განსახლების სამსახური 1. განსახლების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. განსახლების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პროექტირებისათვის გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება განსახლების ჩარჩო დოკუმენტების და განსახლების გეგმების დამუშავების კუთხით; გ) მომზადებული განსახლების ჩარჩო დოკუმენტების და განსახლების გეგმების წინასწარი ვარიანტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათ საბოლოო რედაქციებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დადგენილი წესების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით; დ) კომპეტენციის ფარგლებში, განსახლების ჩარჩო დოკუმენტების და განსახლების გეგმების საბოლოო რედაქციების შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციებისა და შესაბამისი უწყებებისთვის, დადგენილი წესის შესაბამისად, შესათანხმებლად წარდგენა თანხმობის მიღების მიზნით; ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის, საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩარჩო დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით მომზადებული და შეთანხმებული განსახლების გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) განსახლების პროცესში, განსახლების გეგმებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, ასევე ნაპირდაცვის, ნაპირაღდგენის და სხვა სახის სამუშაოების ფარგლებში: ვ.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება; ვ.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია; ვ.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება; ზ) დეპარტამენტის მიერ, განსახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სხვა პროექტებისთვის, რომელთა ფარგლებშიც არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმების მომზადება, მაგრამ პროექტის ზემოქმედების შემთხვევებს ექნება ადგილი, ზემოქმედების მასშტაბებისა და ღირებულებების განსაზღვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; თ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი, როგორც პროექტით გაუთვალისწინებელი, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში განსახლების კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ი) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილების მიღების მიზნით; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ო) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 23🔗. გარემოს დაცვის სამსახური 1. გარემოს დაცვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. გარემოს დაცვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პროექტირებისათვის გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამუშავების კუთხით; გ) მომზადებული გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი რედაქციების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათი საბოლოო რედაქციებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დადგენილი წესების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით; დ) გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მომზადებული საბოლოო რედაქციების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციებისა და შესაბამისი უწყებებისთვის, დადგენილი წესის შესაბამისად, შესათანხმებლად წარდგენა თანხმობის მიღების მიზნით; ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების გარემოსდაცვითი შეფასების უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩარჩო დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით მომზადებული და შეთანხმებული შესაბამისი გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შეთანხმებული გარემოს დაცვის მენეჯმენტის გეგმების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ან დონორი ორგანიზაციებისათვის წარდგენა; ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი, როგორც პროექტით გაუთვალისწინებელი, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოს დაცვის კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; თ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 24🔗. ნაპირდაცვის სამსახური 1. ნაპირდაცვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ნაპირდაცვის სამსახურის სტრუქტურაში, ნაპირდაცვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგის სამმართველო; ბ) ნაპირდაცვის პროექტების მართვის სამმართველო. 3. ნაპირდაცვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრების შემუშავების უზრუნველყოფა; ბ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შემუშავების უზრუნველყოფის სამეურნეო საქმიანობის კონტროლი; დ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მოსალოდნელი სტიქიური მოვლენებისაგან თავდაცვის პრევენციული და ამ პროცესებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავების უზრუნველყოფა; ე) სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემების, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტების დადგენის უზრუნველყოფა; ზ) ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა; თ) ნაპირდაცვით სამუშაოებზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების მონიტორინგის უზრუნველყოფა ხელშეკრულების გაფორმებიდან ობიექტის საგარანტიო პერიოდის ჩათვლით; ი) შესაბამისი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოების მიღებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციიდან დეპარტამენტში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღების აქტის გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შედარება, დადასტურება და მათი დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენა; კ) შესაბამისი თვის ბოლოს, შემოსულ ნაპირდაცვითი სამუშაოების შესრულებებზე დაყრდნობით, ცალკეულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიზური ინფორმაციის წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის; ლ) ნაპირდაცვითი სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მათი აღმოფხვრის გზების თაობაზე შესაბამისი წინადადებების წარდგენა; მ) კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა მათ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების თაობაზე; ნ) ნაპირდაცვის სამუშაოების ყოველწლიური სატიტულო სიებისა და პერსპექტიული პროგრამების მომზადება; ო) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; პ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ტ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; უ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ნაპირდაცვის სამსახურის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგის სამმართველო; ბ) „ვ“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ნაპირდაცვის სამსახურის ნაპირდაცვის პროექტების მართვის სამმართველო; გ) „ო“-„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ნაპირდაცვის სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 25🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.