„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.019713
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №5

2017 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2014, 040030000.10.003.017800) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმია­ნობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ სფეროში კანონმდებლობით დადგე­ნილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების, საჯარო სამ­სახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექ­ნი­კუ­რი, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის, თანამ­დებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესა­ბამისი თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლისა და თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის  მონიტორინგის უზრუნველყოფის, აგრეთვე საქარ­თველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორ­ციელების მიზნით.“.

 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ1 ქვეპუნქტი:

„ლ1) თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელება;“.

 

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შ1 ქვეპუნქტი:

„შ1) ახორციელებს თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;“.

 

4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის, ასევე დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგა­ნო­ებიდან და თანამდებობის პირისაგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას;“.

 

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტი;

ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი