სსიპ ქალაქ რუსთავის N26 საჯარო სკოლისათვის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №12/ნ

2017 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

სსიპ – ქალაქ რუსთავის №26 საჯარო სკოლისათვის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელის მინიჭებისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტისა და ,,საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26.09.2005) დამტკიცებულ №10 დანართით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ რუსთავის №26 საჯარო სკოლას მიენიჭოს მეცნიერების განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი საერო პირის – ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელი. 
მუხლი 2
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26.09.2005) დამტკიცებულ დანართ №10-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

6

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №26 საჯარო სკოლა

  კახაბერ თავგორაშვილის ქ. №14

 ფიზიკა -მათემატიკა

    დაწ-საბ-საშ

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა