იურიდიული სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
ა.ვ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ა.ზ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (ზოგადი ნაწილი);
ა.თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ა.ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
ა.კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ა.ლ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“;
ა.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ა.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ა.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ა.პ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ა.ჟ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ა.რ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სავალდებულო – სამართალი; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;
გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, სავალდებულო – საჯარო სექტორში, სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნ