საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე

მიღების თარიღი 13.01.2017
ძალაში შესვლა 15.01.2017
ძალის დაკარგვა 01.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №2/04
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 208 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2017 მიღება
15.01.2017 ძალაში შესვლა
01.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №2/04 2017 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 64​1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი საკომისიო და ნებისმიერი ფინანსური ხარჯი მოიცავს მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ყველა იმ ფინანსურ ხარჯს, რაც არ არის გათვალისწინებული ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული „ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ წესის“ შესაბამისად. 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია მოიცავს გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ნებისმიერი სახის პირგასამტეხლოს/სანქციას, რომელიც არ არის სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიო. მუხლი 2🔗 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტება განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე