,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაცის წესის შესახებ`` დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 15/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №222

2004 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესს.

2. დებულება ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფოს საკუთრებად მიქცეულ ქონებაზე (შემდგომში – ქონება), აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა ქონებასა და მატერიალურ ფასეულობებზე.”;

ბ) დაემატოს მე-20 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20.

1. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება და მატერიალური ფასეულობები, თუ არსებობს მათი შემდგომი დაზიანების, განადგურების და/ან თვისებრივად სხვაგვარი შეცვლის რეალური საფრთხე, სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მათი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა შეიტანება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე და ინახება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ქონების რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის მიერ საჯარო აუქციონის მეშვეობით ამ დებულების მე-10-15 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.”.

მ. სააკაშვილი