„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 16.01.2017
ძალის დაკარგვა 22.02.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.02.2017
დოკუმენტის ტექსტი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2017 წლის 16 იანვარი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარებისა და ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტუდენტი – პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩაირიცხა და სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
გ)სპორტსმენი – პირი, რომელიც მისდევს სპორტს და გამოდის შეჯიბრებებში.
მუხლი 3🔗. სტუდენტების ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ (2017 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის ორი ან მეტი სტუდენტი.
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5. დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 4🔗. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:
ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები – 100 (ასი) ლარის ოდენობით.
გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2. სპორტსმენების ყოველთვიური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. სპორტსმენების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარების გაცემა
1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება (ფულადი ჯილდო) გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:
ა) სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.;
ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებს – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მათ უშუალო მწვრთნელებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიების დაფინანსების დროს გათვალისწინებულ იქნეს საბიუჯეტო ვალდებულებები.