⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2020)
გაუქმებულია:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 16.01.2017
ძალაში შესვლა 01.02.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016328
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 370 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2017 მიღება
01.02.2017 ძალაში შესვლა
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2017 წლის 16 იანვარი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო ტარიფები დამტკიცდეს: ა) რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,30 ლარის ოდენობით; ბ) ქ. ბოლნისი-ტანძიის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,60 ლარის ოდენობით; გ) რატევანი-ფარიზის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,60 ლარის ოდენობით; დ) რაჭისუბანი-ბალიჭის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,70 ლარის ოდენობით; ე) ქ.ბოლნისი-დისველის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,60 ლარის ოდენობით; ვ) ქ.ბოლნისი-დარბაზის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,60 ლარის ოდენობით; ზ) ქ.ბოლნისი-ტალავერის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,60 ლარის ოდენობით; თ) ქ.ბოლნისი-ხატისოფლის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,60 ლარის ოდენობით; ი) ქ.ბოლნისი-აკაურთის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,60 ლარის ოდენობით; კ) ქ.ბოლნისი-მარნეულის  მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 2,00 ლარის ოდენობით; მუხლი 2🔗 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს; ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში; დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს; ვ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი თებერვლიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი