სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სამშენებლო კერამიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
მიღების თარიღი 11.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022905
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფრეკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდმასტერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნეოსტარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი არ სისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სამშენებლო კერამიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.BalloonTextChar { }
span.FooterChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt .5in 62.95pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №16
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სამშენებლო კერამიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომლიანთკარში მდებარე 13067.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 - საერთო ფართით – 1730.47 კვ.მ, №2 –საერთო ფართით – 838.13 კვ.მ, №3 – საერთო ფართით – 140.86 კვ.მ, №4 - საერთო ფართით – 40.78 კვ.მ, №5 (ბუნკერი) – საერთო ფართით – 101.32 კვ.მ, №6 – საერთო ფართით – 23.64 კვ.მ, №7, №8 და №9 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.03.14.062) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად,
საკუთრებაში გადაეცეს შპს „სამშენებლო კერამიკას“ (ს/კ: 436039902).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე კერამიკული ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 1 293 908 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაას რვა) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (არანაკლებ 320 000 (სამას ოცი ათასი) ცალი აგურისა და არანაკლებ 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ცალი ბლოკისა) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
3. შპს „სამშენებლო კერამიკის“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი