„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №2

2017 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით   დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ III, 31.08.2006წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და „ბაზრის წესებს” დაემატოს 43-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. ელექტროსადგურის საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში ზოგიერთი აღრიცხვის კვანძის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ვაჭრობაში მიღების სპეციალური წესი

1. თუ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობების შემმოწმებელი კომისიის დასკვნით ან/და ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიის დასკვით დგინდება, რომ ელექტროსადგურზე ქსელთან მიერთების წერტილში სათანადოდ მოწყობილია  ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძ(ებ)ი, მაგრამ არ არის მოწყობილი ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძები ტექნიკური აღრიცხვის წერტილებში (მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე ან ისეთ ელექტროსადგურებზე, სადაც ტექნოლოგიურად არ არის გათვალისწინებული მითითებული აღრიცხვის კვანძების ცალ-ცალკე მოწყობა),  მაშინ ასეთი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში დაშვება/ელექტროსადგურის მფლობელი პირის საბითუმო ვაჭრობაში დაშვება შესაძლებელია შესაბამის დასკვნაში მოუწყობელი (არასათანადოდ მოწყობილი) აღრიცხვის კვანძების მოწესრიგების ვალდებულების არაუმეტეს სამი (3) კალენდარული თვით გადავადების პირობით.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია შესატყვისი შემოწმების აქტ(ებ)ის შედგენიდან არაუგვიანეს ხუთი (5) სამუშაო დღისა მაძიებელი (ელექტროსადგურის მფლობელი პირი) შეიყვანოს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, მხოლოდ მიერთების წერტილში სათანადოდ მოწყობილი ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ნაწილში.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ელექტროსადგურის მფლობელი პირი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძების სათანადო მოწყობას და მათ საბითუმო ვაჭრობაში მიღებას ვალდებულების გადავადების ფარგლებში, ელექტროსადგურის მფლობელს გაუუქმდება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის შესაბამისი სტატუსი.

4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ელექტროსადგურზე, რომელიც 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იმყოფება ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პროცესში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე