ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2017
ძალის დაკარგვა 20.02.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2017 წლის 17 იანვარი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ეს წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ტყიბულის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (შემდგომში – გამგეობა) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების პროგრამა
1. ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამა
ა) ერთჯერადი დახმარება;
ბ) ონკოლოგია და ონკოჰემატოლოგია;
გ) ეპილეფსია;
დ) პარკინსონიზმი;
ე) უსინათლო;
ვ ) შშმპ (0- დან 18 წლამდე;)
ზ) ცერემბრალური დამბლა (18 წლის ზევით);
თ ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეები;
ი ) სამკურნალო თანადაფინანსება;
კ ) მრავალშვილიანი ოჯახები;
ლ ) 0-5 წლამდე და ასაკის პენსიონერების სტაციონალური გადაუდებელი მომსახურების, პაციენტის გადასახდელი თანხის სრული გადახდა ადგილობრივ ჰოსპიტალში.
2. ახალშობილთა დახმარების ქვეპროგრამა.
3. უმწეოთა კვება.
4. ხანძრით,ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა ქვეპროგრამა.
5. სარიტუალო ხარჯები.
6. ვეტერანთა დახმარების ქვეპროგრამა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზანი
1. სოციალური დახმარებების პრიორიტეტების გამოკვეთა.
2. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.
3. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება.
მუხლი 3🔗.
რესურსების წყარო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამა დაფინანსდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗.
პროგრამის ხანგრძლივობა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი ძალაშია 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 5🔗.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.
თავი II
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 6🔗.
ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამა
1. ერთჯერადი დახმარება
ა) ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;
ა.დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100 (საჭიროების შემთხვევაში);
ა.ე) ამონაწერი ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ბ) დახმარება არ გაიცემა ოჯახებზე, რომლებიც ჩართული არ არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში;
გ) თუ ბენეფიციარი ვერ აკმაყოფილებს მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას მაშინ პიროვნების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (განსაკუთრებულ შემთხვევაში)б გამგეობის შესაბამის კომისიას მიეცეს გადაწყვეტილების მიღების უფლებაж
დ) პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
2. ონკოლოგია – ვისაც ესაჭიროება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია სხივური თერაპია და ონკოჰემატოლოგია
ა) ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
ა.დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;
ბ) პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
3. ეპილეფსია
ა) ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ( ბავშვის შემთხვევაში დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი);
ა.გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
ა.დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;
პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
4. პარკინსონიზმი
ა) ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
ა.დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;
პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
5.უსინათლო (ყოველთვიური)
ა) ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ბენეფიციარის პირდობის მოწმობის ასლი;
ა.გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
ა.დ) ბენეფიციარის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
6. შშმპ 0-დან 18 წლამდე
ა) ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების ან პირდობის მოწმობის
ასლი;
ა.გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
ა.დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი;
ა.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ) პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
7. ცერემბრალური დამბლა 18 წლის ზევით
ა) ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ – ფორმა №100;
ა.დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი;
ა.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ) პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
8. ჰემოდიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა (ყოველთვიური)
ა) ბენეფიციარი, რომელიც სარგებლობს ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით და
გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ – ფორმა №100;
ა.დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
9. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება
1. ბენეფიციარმა, რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ
ფინანსდება, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ – ფორმა N100;
დ) ანგარიშფაქტურა;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას);
ვ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);
ზ ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
თ) ამონაწერი ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
2. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/ და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით;
3. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები;
4. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
5. ამ პროგრმით არ ფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
გ) ესთეტიკური ქირურგია – კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
დ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურება.
6. მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი 0-დან 18 წლამდე) დახმარება. მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბავშვების რეგისტრაციის ბარათები;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) დახმარების მისაღებად სავალდებულოა ბავშვები და მშობლები რეგისტრირებული იყვნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ზ) პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
7. 0-5 წლამდე და ასაკის პენსიონერების სტაციონალური გადაუდებელი მომსახურება (პაციენტის გადასახდელი თანხის სრული გადახდა ადგილობრივ ჰოსპიტალში) ბენეფიციარმა დახმარების მისაღება გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ანგარიშფაქტურა;
ე ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ – ფორმა №100.
ვ) პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
მუხლი 7🔗.
ახალშობილთა დახმარების ქვეპროგრამა
1. ახალშობილის ოჯახმა, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტში,
ა) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
ა.ე) ქალაქის და შესაბამისი სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმის ცნობა ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;
ა.ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ) დახმარების მისაღებად აუცილებელია ახალშობილი და მშობლები იყვნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული.
მუხლი 8🔗.
უმწეოთა კვება
ა) ბენეფიციარმა უმწეოთა კვების პროგრამაში ჩასართავად გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ამონაწერი ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
ბ) ბენეფიციართა შერჩევის წესი რეგულირდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №19 დადგენილებით.
მუხლი 9🔗.
სარიტუალო ხარჯები
1. გარდაცვლილ სამამულო ომის მონაწილე ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა.
ა) ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალებისას ვეტერანის ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა
წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის,ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ა.დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
2. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარება.
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) გარდაცვილი იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის,სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ა.დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
3. ბრძოლების შემდეგ გარდაცვლილი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილეთა ოჯახების დახმარება.
ა) ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის,სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ა.დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
მუხლი 10🔗.
ხანძრით,ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა დახმარების ქვეპროგრამა
ა) ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;
ა.დ) შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა ზარალის ოდენობის შესახებ,ხანძრის შემთხვევაში;
ბ) სოციალური დახმარების გამცემი კომისია განიხილავს განცხადებას ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის აქტის საფუძველზე.
მუხლი 11🔗.
ვეტერანთა დახმარების ქვეპროგრამა
სამამულო ომის ვეტერანების, ჩერნობილის ა.ე.ს. -ის ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანების, შშმ ვეტერანების, საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება.
თავი III
სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი
დახმარების ოდენობები
მუხლი 12🔗.
სოციალური დახმარების ოდენობა
1. ერთჯერადი დახმარება.
მაქსიმალური ზღვარი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
2. ონკოლოგია, ვისაც ესაჭიროება ქიმოთერაპია, ჰორმონოთერაპია,სხივური ტერაპია და ონკოჰემატოლოგიით დაავადებული ბენეფიციარები.
მაქსიმალური ზღვარი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
3. ეპილეფსიით დაავადებული ბენეფიციარები;
მაქსიმალური ზღვარი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
4. პარკინსონიზმით დაავადებული ბენეფიციარები.
მაქსიმალური ზღვარი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
5. უსინათლო მოქალაქეთა ყოველთვიური დახმარება 20 (ოცი )ლარის ოდენობით.
6. შშმპ (0-დან 18 წლამდე) მოქალაქეების დახმარება.
200 (ორასი) ლარი.
7. ცერემბრალური დამბლა 18 წლის ზევით.
200 (ორასი) ლარი.
8. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ყოველთვიური დახმარება;
100 (ასი) ლარი.
9. სამკურნალო თანადაფინანსება.
ა) 0-დან 70001-მდე პაციენტის ასანაზღაურებელი თანხის 50%;
ბ) 70001-დან 120001-მდე პაციენტის ასანაზღაურებელი თანხის 30 %;
გ) 120001-დან 180001- მდე პაციენტის ასანაზღაურებელი თანხის 20 %;
გამონაკლის შემთხვევაში, როცა მოქალაქის გადასახდელი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარზე მეტია, მაშინ გადასახდელი თანხის 30 %;
არანაკლებ 100 (ასი) ლარისა და არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
10. მრავალშვილიანი ოჯახები;
თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარი.
11. 0-დან 5 წლამდე და ასაკის პენსიონერთა სამედიცინო დახმარება;
თანხა ანგარიშფაქტურის შესაბამისად.
მუხლი 13🔗.
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
ყოველ ახალშობილზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
მუხლი 14🔗.
ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა დახმარება
ზარალის შემსწავლელი კომისიის აქტის საფუძველზე არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი.
მუხლი 15🔗.
სარიტუალო ხარჯები
1. სამამულო ომის მონაწილის და ბრძოლების შემდეგ გარდაცვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;
2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – 200 (ორასი) ლარი.
მუხლი 16🔗.
ვეტერანთა დახმარება
1. სამამულო ომის მონაწილე – თოთოეულს 100 (ასი) ლარი 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შედეგად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის დახმარება თითოეულს 100 (ასი ) ლარი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.
3. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება – თითოეულ ოჯახს 500 (ხუთასი) ლარი (აგვისტოს თვეში).
4. ჩერნობილის აეს-ის ლიკვიდაციაში მონაწილეთა დახმარება – თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩერნობილის დღესთან დაკავშირებით.
თავი IV
სოციალური დახმარების ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 17🔗.
სოციალური დახმარების ორგანიზება
1. გამგეობაში დახმარებაზე შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით ეგზავნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს შესწავლისა და კომისიის სხდომაზე გატანის მიზნით.
2. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას ასევე უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.
მუხლი 18🔗.
კომისიის მიერ განცხადების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები;
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს;
3. კომისიის მდივანი კომისიის წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, ასევე პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე;
4. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 19🔗.
კომისიის ოქმები
1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება კომისიის ოქმებში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმების შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს).
მუხლი 20🔗.
სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით კომისიის ოქმის საფუძველზე.
2. კომისიის გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
3. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ოდენობით.
მუხლი 21🔗.
სოციალური დახმარების გაცემა
1. სოციალური დახმარება გაიცემა და ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.