„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №236
2004 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით (სსმ III, №22, 2004 წლის 1 მარტი, მუხ. №207) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-18 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);“.
2. დებულების 21-ე პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დანაყოფების (მათ შორის, ტერიტორიული ორგანოების) საქმიანობის, აგრეთვე საზოგადოებასთან საერთაშორისო ურთიერთობების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგოდერეფნების უსაფრთხოების ღონისძიებების, სტრატეგიული პროექტებისა და სამინისტროს საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კოორდინაცია, აგრეთვე სამინისტროში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს ადმინისტრაციის კომპეტენციაა სამინისტროს დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამხედრო სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო-ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება, ოპერატიული ქვედანაყოფების საქმიანობის სამეცნიერო და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შექმნა და მოდერნიზაცია; სამინისტროს ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება; სამინისტროს სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სატელეკომუნიკაციო (ღია თუ ფარული) მომსახურება, მათ შორის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის“ კავშირით უზრუნველყოფა; სამინისტროს ოპერატიული აღრიცხვის, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობის წარმოება; საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევების განხორციელება;“.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №236. სარეგისტრაციო კოდი — 130.010.000.05.002.002.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №236, 25.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35524/