(საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016
მიღების თარიღი 12.07.2016
ძალაში შესვლა 16.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1030
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016447
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2017
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| „საორიენტაციო დღე“ | გულისხმობს ნებისმიერ ისეთ თარიღს, როდესაც სრული, ევროპული, ავტომატიზებული, რეალურ დროში მოქმედი ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების სისტემა ღიაა ევროში ანგარიშსწორებისთვის“. |
| „ბენეფიციარი“ | გულისხმობს საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტს, რომელიც ჩამოთვლილია საპროექტო შეთანხმების განრიგში 2, და რომლებიც ხელს მოაწერენ თანხის გადაცემის შეთანხმებას. |
| კატეგორია | სესხის თანხა სესხის გაცემის ვალუტაში |
| (2) გაცემის საკომისიო | 100,000 |
| ჯამი | 10,000,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ სასესხო შეთანხმება „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
(საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016
(საოპერაციო ნომერი 48098)
სასესხო შეთანხმება
(საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)
საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს შორის
2016 წლის 12 ივლისი
სარჩევი
მუხლი I. სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები.................................................... 2
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება.................................... 2
ნაწილი 1.02. განმარტებები............................................................................................................... 3
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია........................................................................................................... 4
მუხლი II. სესხის ძირითადი პირობები........................................................................................... 5
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა.................................................................................................... 5
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები.......................................................................... 5
ნაწილი 2.03. თანხების ჩამორიცხვა.............................................................................................. 6
მუხლი III. პროექტის განხორციელება.............................................................................................. 6
ნაწილი 3.01. პროექტთან დაკავშირებული სხვა დადებითი ვალდებულებები...................... 6
ნაწილი 3.02. კონსულტანტები...............................................................................................7
ნაწილი 3.03. შესყიდვები........................................................................................................7
მუხლი IV. შეჩერება, კრედიტის თანხის ვადამდელი მოთხოვნა, გაუქმება............................8
ნაწილი 4.01. შეჩერება.................................................................................................................... 8
ნაწილი 4.02. კრედიტის ვადამდელი მოთხოვნა.......................................................................... 8
მუხლი V. ეფექტურობა...................................................................................................................... 9
ნაწილი 5.01. ეფექტურობის წინაპირობები....................................................................................... 9
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები..................................................................................... 9
ნაწილი 5.03. შეთანხმების შეწყვეტა ეფექტურად არგამოცხადების მიზეზით....................... 9
მუხლი VI. სხვადასხვა....................................................................................................................... 10
ნაწილი 6.01. შეტყობინებები........................................................................................................ 10
განრიგი 1 - პროექტის აღწერა............................................................................................................. S1
განრიგი 2 - კატეგორიები და ჩამორიცხვები..................................................................................... S2
სასესხო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებულია 2016 წლის 12 ივლისით და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
პრეამბულა
(ა) ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;
(ბ) ვინაიდან მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას გეგმა 1-ში აღწერილის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ბენეფიციარებისათვის (განმარტებულია ქვემოთ) და მყარი ნარჩენების რეგიონალურ ნაგავსაყრელებზე მიტანის უზრუნველყოფას მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენის დაფინანსების გზით, რომლებსაც ბენეფიციარები გამოიყენებენ;
(გ) ვინაიდან პროექტს განახორციელებს პროექტის ორგანიზაცია (როგორც განმარტებულია ქვემოთ) და თითოეული ბენეფიციარი მსესხებლისგან ფინანსური მხარდაჭერის გზით და საპროექტო შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის ამ დოკუმენტში მითითებულ თარიღზე (შემდგომში „საპროექტო შეთანხმება“);
(დ) ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის დაფინანსებისთვის;
(ე) ვინაიდან ბანკი გეგმავს ტექნიკური თანამშრომლობის ფონდების უზრუნველყოფას გრანტის ფორმით, პროექტის ბ ნაწილის განხორციელებაში დასახმარებლად, კერძოდ: (i) დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამის მომზადება და განხორციელება (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) (ii) მყარი ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და განხორციელება (როგორც ეს განსაზღვრულია საპროექტო შეთანხმებაში); და (iii) გარემოს დაცვისა და სოციალური სამოქმედო გეგმის განხორციელება (როგორც ეს განსაზღვრულია საპროექტო შეთანხმებაში) და რომელიც განხორციელდება იმ ვადებისა და პირობების თანახმად, რომელიც განისაზღვრება (ა) მსესხებელთან ტექნიკური თანამშრომლობის საგრანტო შეთანხმებაში, ზემოხსენებულ (i) ნაწილთან მიმართებაში და (ბ) პროექტის ორგანიზაციასთან ტექნიკური თანამშრომლობის საგრანტო შეთანხმების ზემოხსენებულ (ii) და (iii) ნაწილებთან მიმართებაში (შემდგომში ცალ-ცალკე „ტექნიკური თანამშრომლობის საგრანტო შეთანხმება“ და ერთად „ტექნიკური თანამშრომლობის საგრანტო შეთანხმებები“);
(ვ) ვინაიდან პროექტის დაფინანსებაში დახმარების მიზნით ბანკი უზრუნველყოფს გრანტს 2 000 000 ევრომდე, რომელსაც გამოყოფს ბანკის აქციონერთა სპეციალური ფონდი (შემდგომში „საგრანტო დაფინანსება“), რომლის პირობებიც განისაზღვრება საგრანტო შეთანხმებაში (შემდგომში „საგრანტო შეთანხმება“), რომელიც გაფორმდება მსესხებელსა და ბანკს შორის;
და
(ზ) ვინაიდან ბანკი თანახმაა, მათ შორის, ზემოაღნიშნულის საფუძველზე სესხი გამოუყოს მსესხებელს 10,000,000 ევროს ოდენობით, წინამდებარე შეთანხმებით და საპროექტო შეთანხმებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I. სტანდარტული ვადები და პირობები, განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ბანკის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დებულება აქვეა გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ აქ იქნებოდა სრულად განსაზღვრული (ამგვარ დებულებებს შემდგომში ეწოდება „სტანდარტული ვადები და პირობები“):
(ა) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განმარტებული ტერმინები „ევრო“, „EUR” ან „€“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„ევრო“, „EUR” ან „€“
გულისხმობს ევროკავშირის წევრი სახლმწიფოების კანონიერ ფულად ერთეულს, რომელიც ერთიან საგადამხდელო საშუალებად იქნა მიღებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მის ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო კავშირში“.
(ბ) „იძულების პრაქტიკის“, „საიდუმლო მორიგების პრაქტიკის“, „კორუფციული პრაქტიკისა“ და „თაღლითური პრაქტიკის“ განმარტებები, რომელიც მოცემულია სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02, ამ შეთანხმების მიზნებისთვის მთლიანად წაიშლება.
(გ) „სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „აკრძალული პრაქტიკა“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„აკრძალული პრაქტიკა“
გულისხმობს ნებისმიერი იძულების პრაქტიკას, საიდუმლო მორიგების პრაქტიკას, კორუფციულ, თაღლითურ ქმედებას, ბანკის რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას, ხელის შემშლელ პრაქტიკას ან ქურდობას. თითოეული ეს ტერმინი განმარტებულია ბანკის კანონის დაცვის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 5 ნოემბრით; ეს ტერმინები ასევე განმარტებულია 2016 წლის თებერვლით დათარიღებულ „აკრძალული პრაქტიკის სახელმძღვანელოში EBRD-ის ოპერაციებისათვის“.
(დ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „მიმართვის გვერდი“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„მიმართვის გვერდი“
(რეფერენსი)
გულისხმობს (i) აშშ დოლარსა ან ბრიტანულ გირვანქაში დენომინირებული სესხებისათვის: სესხის ვალუტაში ლონდონის ბანკთაშორის ბირჟაზე (წამყვანი ბანკების) მიერ დეპოზიტებზე დაფიქსირებულ განაკვეთს, რომელიც Thomson Reuters services ვებპორტალზე ფიქსირდება LIBOR01-ის სახელწოდების გვერდად (ან ნებისმიერ ისეთ გვერდად, რომელიც Thomson Reuters-ის პორტალზე ჩაანაცვლებს LIBOR01-ის სახელწოდების გვერდს, ლონდონის ბანკთაშორის ბირჟაზე სესხის ვალუტაში სადეპოზიტო განაკვეთების დადგენის მიზნით); (ii) ევროში დენომინირებული სესხებისათვის: ევროზონის ბანკთაშორის ბირჟაზე დეპოზიტებზე დაფიქსირებულ განაკვეთს, რომელიც Thomson Reuters services ვებპორტალზე ფიქსირდება EURIBOR01-ის სახელწოდების გვერდად (ან ნებისმიერ ისეთ გვერდად რომელიც Thomson Reuters-ის პორტალზე ჩაანაცვლებს EURIBOR01-ის სახელწოდების გვერდს ევროზონის ბანკთაშორის ბირჟაზე სესხის ვალუტაში სადეპოზიტო განაკვეთების დადგენის მიზნით).
(ე) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „საორიენტაციო დღე“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„საორიენტაციო დღე“
გულისხმობს ნებისმიერ ისეთ თარიღს, როდესაც სრული, ევროპული, ავტომატიზებული, რეალურ დროში მოქმედი ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების სისტემა ღიაა ევროში ანგარიშსწორებისთვის“.
(ვ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.04 ამ შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება და დაემატება ახალი ნაწილი - 3.04(ე), რომელსაც ამგვარი ფორმულირება ექნება:
“(ე) თუ სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 7.06 აღწერილი რომელიმე მოვლენა მოხდა და გრძელდება, ბანკმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ მსესხებლისგან მოითხოვოს პროცენტის გადახდა სესხის იმ ნაწილზე, თუ ასეთი არსებობს, რომელიც ექვემდებარება ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, არა ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, არამედ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით“.
(ზ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.10(ბ)(2) ამ შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება და წაიკითხება ამგვარად: „ამ სესხის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც ექვემდებარება ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, მოიმატებს ნაწილის 7.06 თანახმად, ან სხვაგვარად გახდება გადასახდელი დადგენილ ვადაზე ადრე ან დაექვემდებარება ცვალებად საპროცენტო განაკვეთს სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.04(ე)-ს თანახმად“.
ნაწილი 1.02. განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარადაა მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, პრეამბულაში განმარტებულ ტერმინებს აქვთ შესაბამისი, აქ მინიჭებული მნიშვნელობა; სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ შესაბამისი, აქ მინიჭებული მნიშვნელობა, ხოლო ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა:
„ასოცირების შეთანხმება“
გულისხმობს 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი „ასოცირების შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის.
„ბენეფიციარი“
გულისხმობს საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტს, რომელიც ჩამოთვლილია საპროექტო შეთანხმების განრიგში 2, და რომლებიც ხელს მოაწერენ თანხის გადაცემის შეთანხმებას.
„პროექტის ქონება“
გულისხმობს მყარი ნარჩენების კომპაქტორიან ნაგავმზიდ მანქანებსა და მყარი ნარჩენების კონტეინერებს, რომელთა შეძენაც მოხდება სესხის თანხებით და რომლებიც გადანაწილდება ბენეფიციარებს შორის თანხის გადაცემის ხელშეკრულებების თანახმად.
„პროექტის ორგანიზაცია“
გულისხმობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რეგისტრაციის ნომრით 206074193, რეგისტრირებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 ბრძანებით, რომელიც სრულად ეკუთვნის მსესხებელს.
„დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამა“
გულისხმობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროგრამას მყარი ნარჩენების სანიტარიული დამუშავების კუთხით, რომელიც მომზადდება საერთაშორისო კონსულტანტების მიერ და განხორციელდება მსესხებლის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საშუალებით.
„ქვესასესხო შეთანხმება“
გულისხმობს ქვესასესხო შეთანხმებას, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, რომელიც გაფორმდება მსესხებელს, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს მიერ და პროექტის ორგანიზაციას შორის, რომლითაც მსესხებელი ქვესესხის სახით პროექტის ორგანიზაციას გადასცემს სესხს.
„თანხის გადაცემის შეთანხმება“
გულისხმობს თითოეულ შეთანხმებას პროექტის ორგანიზაციასა და თითოეულ ბენეფიციარს შორის პროექტის ორგანიზაციის მხრიდან პროექტის შესაბამისი ქონების გადაცემის შესახებ, რომელშიც მოცემული იქნება ბენეფიციარების ვალდებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია საპროექტო შეთანხმების ნაწილში 2.01(ა)(2).
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს უშუალოდ ამგვარ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითებას.
მუხლი II. სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
(ა) ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს 10,000,000 ევრო წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
(ა) თანხის გადმორიცხვის ცალკეული მინიმალური ოდენობა - 50,000 ევრო.
(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა - 2,000,000 ევრო.
(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა - 2,000,000 ევრო.
(დ) პროცენტის გადახდის თარიღები - ყოველი წლის 28 აპრილი და 28 ოქტომბერი.
(ე) (1) მსესხებელი გადაიხდის სესხს თოთხმეტ თანაბარ (ან შეძლებისდაგვარად თანაბარ) ნაწილად, წელიწადში ორი გადარიცხვის საშუალებით - ყოველი წლის 28 აპრილს და 28 ოქტომბერს. სესხის პირველი გადახდის თარიღი იქნება 2019 წლის 28 ოქტომბერი და ბოლო გადახდის თარიღი იქნება 2026 წლის 28 აპრილი.
(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს ნაწილში 2.02(ე) მითითებული სესხის დაფარვის პირველ ვადამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს ნაწილში 2.02(ვ) მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს, სესხის დაფარვის პირველი ვადის შემდგომ ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის დაფარვის პირველ ვადას თანაბრად გადანაწილდება სესხის დაფარვის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწილების შესახებ.
(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა იქნება 2019 წლის 28 ოქტომბერი, ან უფრო გვიანი თარიღი, რომელსაც ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს. თუ სესხის ხელმისაწვდომი თანხა ან მისი რომელიმე ნაწილი ექვემდებარება ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს და ბანკი შეცვლის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადას, მსესხებელი დაუყონებლივ გადაუხდის ბანკს პირობების დარღვევის გადასახადს, რასაც ბანკი დროდადრო წერილობით შეატყობინებს მსესხსებელს;
(ზ) წლიური პროცენტი აუთვისებელ თანხაზე - 0.5%.
(თ) სესხი ექვემდებარება ცვალებად საპროცენტო განაკვეთს. ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 3.04(გ) შესაბამისად.
ნაწილი 2.03. თანხების ჩამორიცხვა
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება, დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგი დანახარჯების დასაფინანსებლად: (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯები თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარჯების დასაფარად და (2) გაცემის საკომისიო.
(ბ) მსესხებელი აქვე ანიჭებს უფლებამოსილებას ბანკს, ხელმისაწვდომი თანხიდან მოითხოვოს გაცემის საკომისიოს ტოლფასი ოდენობა და საკუთარ თავს მსესხებლის სახელით გადაუხადოს ხსენებული გაცემის საკომისიო.
მუხლი III. პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტთან დაკავშირებული სხვა დადებითი ვალდებულებები
სტანდარტული ვადებისა და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრულ ზოგად ვალდებულებებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:
(ა) თანახმაა, ქვესასესხო შეთანხმების თანახმად, პროექტის ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სესხის თანხა ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(ბ) ქვესასესხო შეთანხმების ფარგლებში ისარგებლებს საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;
(გ) არ გაასხვისებს, შეცვლის, გააუქმებს ან მოხსნის ქვესასესხო შეთანხმების რომელიმე დებულებას;
(დ) ტექნიკური თანამშრომლობის საგრანტო შეთანხმების თანახმად აყვანილი კონსულტანტების დახმარებით, განახორციელებს დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამას ბენეფიციარებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
(ე) თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ ბენეფიციარებმა შეასრულონ საპროექტო შეთანხმების ნაწილებში 2.01(ა)(2)(iii)-დან (viii)-მდე გაწერილი ვალდებულებები;
(ვ) ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს საპროექტო შეთანხმებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის შეზღუდვის გარეშე ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:
(1) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.03 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის შექმნა და ფუნქციონირება;
(2) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.04 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;
(3) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.05 განსაზღვრული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები;
(4) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.06 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში;
(5) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 2.07 განსაზღვრული, პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული, ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;
(6) საპროექტო შეთანხმების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, და
(7) ყველა ვალდებულების შესრულება პროექტის და პროექტის ორგანიზაციის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებით, როგორც ეს განსაზღვრულია საპროექტო შეთანხმების ნაწილში 3.02;
(ზ) ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს ყველა ვალდებულება თანხის გადაცემის შეთანხმების ფარგლებში;
(თ) ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რომ მსესხებელის ვალდებულებები თანხის გადაცემის შეთანხმების ფარგლებში პროექტთან მიმართებაში, შესრულდეს ასოცირების შეთანხმებაში გაწერილ ვადებში, და
(ი) მიიღოს ან უზრუნველყოს პროექტის დასრულებისათვის საჭირო ყველა დამატებითი ზომის მიღება.
ნაწილი 3.02. კონსულტანტები
(ა) პროექტის მსვლელობისას დახმარების აღმოჩნის მიზნით მსესხებელმა (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გავლით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბანკთან სხვაგვარად იქნება შეთანხმებული, საჭიროებისამებრ თავად უნდა დაიქირავოს ისეთი კონსულტანტები ან უზრუნველყოს მათი დაქირავება, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება შეესაბამება ბანკის მოთხოვნებს. მათ შორის: კონსულტანტები, რათა დახმარება გაუწიონ დაინტერესებული მხარეთა მონაწილეობის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მხარდაჭერის მიზნით.
(ბ) მსესხებელმა ყოველგვარი საზღაურის გარეშე უნდა უზრუნველყოს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ნებისმიერი კონსულტანტი ყველა საჭირო სათავსით და მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება მათი ფუნქციების შესასრულებლად და რაც გულისხმობს საოფისე ფართს, ისევე როგორც ნებისმიერ დოკუმენტს, მასალას და ნებისმიერ ინფორმაციას, რაც შეიძლება რელევანტური იყოს მათი მუშაობისათვის.
ნაწილი 3.03. შესყიდვები
სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 4.03 მიზნებისთვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ბანკთან სხვაგვარად იქნება შეთანხმებული, პროექტისთვის საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვების სფეროში შემდეგი პირობები უნდა იყოს განსაზღვრელი; ამგვარი შესყიდვების დაფინანსება ტექნიკური თანამშრომლობის გრანტის რესურსებიდან უნდა განხორციელდეს ტექნიკური თანამშრომლობის საგრანტო შეთანხმების თანახმად:
(ა) კონსულტანტების დაქირავება, რომლებიც დაეხმარებიან პროექტის განხორციელების პროცესს, მოხდება მსესხებლის მიერ ბანკის შესყიდვების წესების მეხუთე თავში განსაზღვრული პროცედურების თანახმად.
(ბ) ნებისმიერი კონტრაქტი უნდა დაექვემდებაროს ბანკის შესყიდვების წესებში განსაზღვრული პროცედურული ნორმების მიმოხილვას და წინასწარ განხილვას ბანკის მხრიდან.
მუხლი IV. შეჩერება, კრედიტის თანხის ვადამდელი მოთხოვნა, გაუქმება
ნაწილი 4.01. შეჩერება
შემდეგი განმარტებები მოცემულია სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 7.01(ა)(xvii) მიზნებისათვის:
(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეჩერებულია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ ეს საგრძნობლად და უარყოფითად მოქმედებს პროექტის ორგანიზაციის ან ბენეფიციარების შესაძლებლობებს განახორციელონ პროექტი;
(ბ) პროექტის ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ ბანკის შეხედულებით, რომელიც მოქმედებს რაციონალურად, მატერიალურ და საზიანო გავლენას ახდენს პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან მის მიერ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;
(გ) კონტროლი პროექტის ორგანიზაციაზე გადაეცა მესამე პირს, მსესხებლის გარდა;
(დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო ქვესასესხო შეთანხმების ან თანხის გადაცემის შეთანხმების ფარგლებში მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება;
(ე) ბენეფიციარებიდან რომელიმემ ვერ შეძლო შესაბამისი თანხის გადაცემის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
(ვ) მსესხებელმა ვერ შეძლო საგრანტო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ან სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილ 7.01(ა)(x)-ში მოხსენიებულ შემთხვევის დადგომისას საგრანტო შეთანხმებასა თუ რომელიმე ტექნიკური თანამშრომლობის საგრანტო შეთანხმებასთან მიმართებაში თანაბრად.
ნაწილი 4.02. კრედიტის ვადამდელი მოთხოვნა
სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განიმარტება: ნაწილში 4.01 განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ბანკის მიერ მსესხებლისათვის გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება.
მუხლი V. ეფექტურობა
ნაწილი 5.01. ეფექტურობის წინაპირობები
შემდეგი პირობები განსაზღვრულია სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილ 9.02(გ)-ის მიზნებისათვის დამატებითი პირობების სახით, ამ შეთანხმების და საპროექტო შეთანხმების ეფექტურად გამოცხადებისთვის:
(ა) ქვესასესხო შეთანხმება, ბანკისთვის მისაღები ფორითა და შინაარსით, ხელმოწერილია და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე პროექტის ორგანიზაციის უფლება, წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში, შესრულებულია;
(ბ) ბანკმა მიიღო პროექტის ორგანიზაციის წესდების დამოწმებული ასლები;
(გ) საგრანტო შეთანხმება შესრულებულია და მიწოდებულია და ძალაში შესვლის ყველა პირობა ან პროექტის ორგანიზაციის უფლება მოითხოვოს ჩამორიცხვა, გარდა ამ შეთანხმების ძალაში შესვლისა, შესრულებულია, და
(დ) პროექტის ჯგუფი, რომელიც მოხსენიებულია საპროექტო შეთანხმების ნაწილ 2.03-ში, შერჩეული და აღჭურვილია ადეკვატური რესურსებითა და კვალიფიციური თანამშრომლებით ბანკისათვის მისაღები სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში.
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
(ა) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ბანკისადმი მიწოდებული ამგვარი დასკვნა ან დასკვნები უნდა მოიცავდეს შემდეგ დამატებით საკითხებს:
(1) ქვესასესხო შეთანხმება ავტორიზებულია მსესხებლის მიერ და მიწოდებულია მსესხებლის სახელით და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლისთვის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე მოთხოვნებს, რომლებიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღსრულდება.
(ბ) სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.03(გ) ნაწილის მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა გაიცემა პროექტის ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელძღვანელის მიერ და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად:
(1) ქვესასესხო შეთანხმება ავტორიზებული, ხელმოწერილი და მიწოდებულია პროექტის ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციისათვის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე ვალდებულებებს, რომლებიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღსრულდება.
ნაწილი 5.03. შეთანხმების შეწყვეტა ეფექტურად არგამოცხადების მიზეზით
წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.
მუხლი VI. სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისათვის:
საქართველო
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ.16
0114 თბილისი
საქართველო
ადრესატი: სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი
ფაქსი: +995-32-2262-423
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
გაერთიანებული სამეფო, ლონდონი,
საფოსტო ინდექსი EC2A 2JN
საფონდო ბირჟის მოედანი N1
ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფაქსი: +44-20-7338-6100
რის დასტურადაც, შეთანხმების მხარეები, მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმების სამ ასლს (ორი ბანკისა და ერთი მსესხებლისათვის) თბილისში, ზემოთ მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
სახელი, გვარი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სახელი, გვარი: ბრუნო ბალვანერა
თანამდებობა: რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში
განრიგი 1. პროექტის აღწერა
1. პროექტის მიზანია მსესხებლის მხარდაჭერა, რათა მან გააუმჯობესოს მყარი ნარჩენების მართვის სისტემა ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შესყიდვის გზით, რომლებსაც გამოიყენებენ ბენეფიციარები.
2. პროექტი შემდეგი ნაწილებისაგან შედგება, რაც დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების შედეგად:
ნაწილი (ა): კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანებისა და მყარი ნარჩენების კონტეინერების შეძენა;
ნაწილი (ბ): მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა ბენეფიციარების შესაძლებლობების განვითარებისთვის და მყარი ნარჩენების სანიტარიული დამუშავების თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
3. პროექტის დასრულების ვადად მოიაზრება 2019 წლის 28 ოქტომბერი.
განრიგი 2. კატეგორიები და ჩამორიცხვები
1. ამ გეგმას თან ერთვის ცხრილი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, თითოეულ კატეგორიისათვის სესხიდან გამოყოფილი თანხა და თითოეულ კატეგორიაში ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი.
2. ზემოთ მოყვანილი პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად, თანხების ჩამორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ათვისებული თანხა ჯამში არაუმეტეს 2,000,000 ევროს შეადგენს, შეიძლება გამოიყოს კატეგორია (1)-თვის წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯებთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ 2016 წლის 15 მაისის შემდეგ.
განრიგი 2-ის დანართი
კატეგორია
სესხის თანხა სესხის გაცემის ვალუტაში
დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი
(1) კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანებისა და მყარი ნარჩენების კონტეინერების შეძენა (პროექტის ნაწილი ა(A))
9,900,000
კონტრაქტის ღირებულების 100% გადასახადების ჩათვლით
(2) გაცემის საკომისიო
100,000
100%
ჯამი
10,000,000
100%