„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0117/20-1
2017 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, №311 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი
დანართი №1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმ (ებ)ი, ზედმეტი სახელ (ებ)ი
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართ (ებ)ი, შესაძლო ადგილსამყოფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 311 | სახელები: ა) მალიკ (MALIK) ბ) მუჰამმად (MUHAMMAD) გ) იშაქ (ISHAQ)
დაბ.თარიღი: დაახლოებით 1959
დაბ. ადგილი: ა) რაჰიმ იარ ხან, პუნჯაბის პროვინცია, პაკისტანი (Rahim Yar Khan, Punjab Province, Pakistan)
ეროვნება/მოქალაქეობა: პაკისტანელი (Pakistani)
| ა) მალიკ იშაქ (Malik Ishaq)
| პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი:
| პაკისტანი (Pakistan) | 14.03.14 ცვლილება: 18.01.17 | არის ლაშკარ ი ჯჰერთის (Lashkar i Jhangvi) ერთი-ერთი დამფუძნებელი და ამჟამინდელი ლიდერი. (იურიდიულ პირთა სიაში №88)
ფიზიკური აღწერილობა: არის ფიზიკურად ძლიერი შავი ფერის თვალებით, შავი თმებით და ნახევრად ყავისფერი კანით, და ასევე მუქი შავი წვერით. ფოტო ხელმისაწვდომია ინტერპოლი - გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ განაცხადში ჩასასმელად. მოკლულია პაკისტანში 2015 წლის 28 ივლისს.
|