„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-4
სარეგისტრაციო კოდი
280090000.35.101.016360
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1-4

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04/01/2016; სარეგისტრაციო კოდი: 280090000.35.101.016248) და  დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, დანართის შესაბამისად.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს.

2.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით.

3. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „დანგრეული  სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.  “;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადახვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში - ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე,  მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ. ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებული პირი ამ წესის დანართი 1-ით განსაზღვრული ფორმით განცხადებით მიმართავს :

ა) ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს/მდებარეობდა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული დანგრეული ან ამორტიზებული ფართი;

ბ) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ რაიონის გამგეობას, რომლის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მისამართიც განსაზღვრულია დაინტერესებული პირის რეგისტრაციის მისამართად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია მისამართის გარეშე – რომლის ტერიტორიაზეც პირი იმყოფება/თავს აფარებს ფაქტობრივად.’’ ;

დ.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, ქირავნობის ხელშეკრულება არ უნდა იყოს გაფორმებული განმცხადებლის ოჯახის წევრთან (დედა, მამა, შვილი, და-ძმა და ა.შ.);

დ) გამქირავებლის ან/და განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები“;

ე) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. კომპენსაციის გაცემა (თანხის ჩარიცხვა) ხდება  გამქირავებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – განმცხადებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.“;

ვ) მე-11 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირებს, რომლებსაც 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე) უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია და აკმაყოფილებენ ამ წესის მოთხოვნებს, 2016 წლის დეკემბერში დამტკიცებული სიის მიხედვით გაუგრძელდეთ კომპენსაციის გაცემა. “;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე) უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია, დამტკიცებული სიის მიხედვით, შეიძლება გაუგრძელდეთ კომპენსაციის გაცემა, არაუმეტეს 2017 წლის 31 დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი