სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ლაშქარავა | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის
განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის
დამტკიცების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ნოსირის
უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2017 წლის 23 იანვარი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილების 38-ე მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 17 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა
დანართი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში - გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №27 დადგენილების შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სამსახურები
1. რეორგანიზაცია შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს - სამსახურებს:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
დ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური;
ე) განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური;
ვ) სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.
2. რეორგანიზაციის მიზანია გამგეობის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, შტატების შემცირებით ან/და გადაადგილებით.
მუხლი 3🔗.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1. გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში.
2. რეორგანიზაციის განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურები მუშაობას განაგრძობენ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სამსახურების დებულებების შესაბამისად.
3. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სამსახურის დებულებების პროექტების მომზადება არაუგვიანეს 2017 წლის 6 თებერვლამდე;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე დადგენილების პროექტის მომზადება 2017 წლის 6 თებერვლამდე;
გ) ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომელთა გაფრთხილების თაობაზე;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების შვებულებაში მყოფი თანამშრომლების გამოძახება და ინფორმირება მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ;
დ) ვაკანტურ თანამდებობებზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით და ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებით დამტკიცებული წესების მიხედვით.
მუხლი 4🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.