სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ და დირექტორის რეკომენდაციები 2017 წლის 14 თებერვლის აქციონერთა საერთო კრებისდღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს საგზაო კომპანია ,,თბილისის“ (ს/კ 203825959) აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 20 იანვარს მოწვეული კრება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების საფუძველზე არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი (არ შედგა კვორუმი), ამდენად აქციონერთა საერთო კრება მოწვეულია 2017 წლის 14 თებერვალს, 19.00 საათზე, იმავე დღის წესრიგით:
- კომპანიის 2016 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის განხილვა;
- წესდებაში ცვლილებები, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.
მოწვეულია მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას 1-ლი შესახვევი, №33.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 20 იანვარი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და ხმების რაოდენობის შემოწმება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია ,,თბილისის“ ადმინისტრაციაში, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში. (თბილისი, კოსტავას 1-ლი შესახვევი №33. ტელ.: 2 93 19 09).
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 14 თებერვალს 18.00 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), და წარმომადგენლობის შემთხვევაში - მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში - ქ. თბილისი, კოსტავას 1-ლი შესახვევი, №33, ტელ.: 2 931909.
სს საგზაო კომპანია ,,თბილისის“
დირექტორი: მ. ძიძიგური
სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია ,,თბილისის“ დირექტორის რეკომენდაციები 2017 წლის 14 თებერვლის აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით
მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქციონერთა საერთო კრებამ დეტალურად და დოკუმენტალურად განიხილოს 2016 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა საანგაროშო პერიოდში საზოგადოების დირექტორის საქმიანობის შედეგებთან ერთად. ამასთან, აუცილებელია დაისახოს კომპანიის საქმიანობის გაგრძელების გეგმა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით.
ასევე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქციონერთა საერთო კრებამ განიხილოს სს-ის წესდებაში ცვლილებები, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
სს საგზაო კომპანია ,,თბილისის“
დირექტორი: მ.ძიძიგური