ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2017
ძალის დაკარგვა 29.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 173 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2017 მიღება
29.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2017 წლის 20 იანვარი ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  განაკვეთები შემდეგი სახით: ა.  სამორინეს თითოეულ მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარი; ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2 000 ლარი; გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; დ. სისტემური-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე -კვარტალში 250 000 ლარი: ე.  ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%-ისა; ვ. აზარტული ან/და მომგებინი თამაშის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემური – ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის  თითოეულ სალაროზე  – კვარტალში 1 500 ლარი; ზ.  კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე