ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.160.016395
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №184
2017 წლის 25 იანვარი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 35 000 ლარი კვარტალში;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 3 000 ლარი კვარტალში;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე 250 000 ლარი კვარტალში;
ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების – 10%.;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 10 000 ლარი კვარტალში;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – 9 000 ლარი კვარტალში.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილება (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი №21002001035160005881; თარიღი: 07.04.2009წ.).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე