ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.123.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი, საზღვრების აღწერა | ტერიტორიული კოეფიციენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.03.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №157
2017 წლის 25 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პიველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.
მუხლი 2🔗
დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:
რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:
ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია - 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს;
ბ) საქმიანობისათვის სპორტის დარგში, გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს;
გ) არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;
დ) ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის), იახტების (კატარღების) შვეულმფრენების, თვითმფრინავებისა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილების, არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
დ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%;
დ.ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%.
მუხლი 3🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ.-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის (გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს) შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით. კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიული კოეფიციენტი და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება დანართის შესაბამისად.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 4🔗
ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
მუხლი 5🔗
მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის №129 დაგდენილება (www.matsne.gov.ge, 23/03/2016, 200130000.35.123.016339).
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა ტერიტორიული კოეფიციენტები და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი,
საზღვრების აღწერა
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ მიწაზე წელიწადში (ლარი)
პირველი ზონა /ცენტრალური/
ა. პირველი ქვეზონა
ქუჩები მთლიანად: დავით აღმაშენებლის მოედანი, ფალიაშვილის ქუჩა I შესახვევით, ლილი ნუცუბიძის ქუჩა /ყოფილი ფალიაშვილის III შესახვევი/, კოლუმბია მისურის ქუჩა /ყოფილი ფალიაშვილის V შესახვევი/, პუშკინის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა /ყოფილი პუშკინის ქუჩის ნაწილი/, ცისფერყანწელთა ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა, ნიუპორტის ქუჩა, ლერმონტოვის მოედანი, ლერმონტოვის ქუჩა, ბროსეს ქუჩა, ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩა
ქუჩები ნაწილობრივ: გელათის ქუჩა ნიუპორტის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის გამზირი /რუსთაველის მოედნით/ სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თამარ მეფის ქუჩა რკინიგზის სადგური I-ის მოედნამდე, წერეთლის ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთამდე, დავით და კონსტანტინეს ქუჩა რესტორან „თეთრი ქვების“ /ყოფილი რესტორანი „ხვამლი“/ ჩათვლით, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩის გადაკვეთამდე
1,25
0,3
ბ. მეორე ქვეზონა
ქუჩები მთლიანად: ბორის გაპონოვის ქუჩა /ყოფილი შაუმიანის ქუჩის საწყისი ნაწილი/, მწვანეყვავილას /ყოფილი შაუმიანის ქუჩის ზედა ნაწილი/ ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევამდე, იერუსალიმის ქუჩა, ნიზამის /ყოფილი აზერბაიჯანის/ ქუჩა, ტიციან ტაბიძის ქუჩა, რკინიგზის სადგური I-ის მოედანი, შანიძის აღმართი, პაოლო იაშვილის ქუჩა, ხახანაშვილის ქუჩა, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა, უზნაძის ქუჩა, როძევიჩის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა და სიმონ ყაუხჩიშვილის ქუჩა /ყოფილი სტურუას ქუჩა/
ქუჩები ნაწილობრივ: დავით და კონსტანტინეს ქუჩა ყოფილი რესტორანი „თეთრი ქვებიდან“ /ყოფილი რესტორანი „ხვამლი“/ ბოტანიკური ბაღისა და 26-ე საჯარო სკოლის საზღვრამდე, გელათის ქუჩა ნიუპორტის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩის გადაკვეთამდე, წითელი ჯვრის მოედანი, სოლომონ პირველის ქუჩა პაოლო იაშვილის ქუჩის საზღვრამდე, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ჩეჩელაშვილის ქუჩა მდინარე რიონიდან გაგარინის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან დავით მანდარიას ქუჩამდე /ყოფილი წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევი/, დავით მანდარიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთამდე
1,25
0,3
გ. მესამე ქვეზონა
ლ.საღარაძის ქუჩა /ყოფილი პუშკინის IV ჩიხი/, ლუკა ასათიანის ქუჩა /ყოფილი სადგურის ქუჩა/, გაგარინის ქუჩა, ჭიათურის ქუჩა, აული გალაევი–ნიჟარაძის ქუჩა /ყოფილი სტურუას II შესახვევი/, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა დავით აღმაშენებლის გადაკვეთამდე, მიხეილ ქორქიას ქუჩა /ყოფილი თამარ მეფის I ჩიხი/, მალხაზ დვალიშვილის /ყოფილი კლარა ცეტკინი/ ქუჩა, კოლია ქვარიანის ქუჩა /ყოფილი ნიზამის III შესახვევი/, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა /ყოფილი თამარ მეფის II ჩიხი/, ლომონოსოვის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი გრ.ხანძთელის ქუჩის გადაკვეთამდე, ოთარ მამფორიას ქუჩა /ყოფილი კოსტავას I შესახვევი/, დავით ჩირაძის ქუჩა /ყოფილი თბილისის I შესახვევი/, გელათის ქუჩა 26 მაისის ქუჩის გადაკვეთიდან კიბულას ქუჩამდე, კიბულის ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევამდე /მწვანეყვავილას პანთეონამდე/, კიბულას ქუჩის I შესახვევი, აკაკი ვასაძის ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, ქეთევან წამებულის /ყოფილი ვოიკოვის/ ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევამდე, ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევი, ჩანჩიბაძის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევამდე, ყაზბეგის ქუჩა, გია ჭანტურიას ქუჩა, ცაცხვების ქუჩა დები იშხნელების ქუჩის ბოლოდან ყაზბეგის ქუჩამდე, დები იშხნელების /ყოფილი ვაჟა-ფშაველას II შესახვევი/ ქუჩა, სხირტლაძის ქუჩა, ვალერიან გაფრინდაშვილის ქუჩა, პირველი ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და პირველ ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში
1,25
0,3
მეორე ზონა /შუალედური/
ა. პირველი ქვეზონა
ტერიტორია, რომელიც მოქცეულია შემდეგ საზღვრებში: საზღვარი იწყება ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდიდან, ჩრდილო-დასავლეთით 9 აპრილის ქუჩის გავლით მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო–ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯავახიშვილის ქუჩას. ჯავახიშვილის ქუჩიდან ბუხაიძის ქუჩის გავლით უერთდება ირაკლი აბაშიძის გამზირს, ირაკლი აბაშიძის გამზირიდან დასავლეთით შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე, შარტავას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირამდე და ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით სრულდება გზაგამტარ ხიდთან. ასევე, რუსთაველის გამზირი სხირტლაძის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით გზაგამტარ ხიდამდე, ილია ჭავჭავაძის გამზირის განაშენიანების ზოლი მდინარე რიონამდე, ნოდარ დუმბაძის ქუჩა გრიშაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირამდე, დავით აღმაშენებლის გამზირი გრიგოლ ხანძთელის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, ცენტრალური სტადიონი მიმდებარე ქუჩებით /აკ.ხორავას ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი/, კუპრაძის ქუჩა სოლომონ პირველის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩამდე, გრიგოლ აბაშიძის ქუჩა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ლეონიძის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან ახალგაზრდობის პროსპექტამდე, 26 მაისის ქუჩა საფიჩხიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან საფიჩხიის მოედნამდე
0,75
0,18
ბ. მეორე ქვეზონა
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, ლადო ასათიანის ქუჩა, ნიკეას ქუჩა ჭავჭავაძის გამზირიდან ლომოურის ქუჩამდე, ბარათაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩა გაგარინის ქუჩამდე, გამსახურდიას ქუჩის დასაწყისი ოცხელის ქუჩის გადაკვეთამდე, ოცხელის ქუჩა თაბუკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩის გადაკვეთამდე, გუგუნავას ქუჩის დასაწყისი რკინიგზამდე, ჯავახიშვილის ქუჩა ქუთაისი – წყალტუბოს სატრანსპორტო კვანძის გადაკვეთამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან 26 მაისისა და თბილისის ქუჩების გადაკვეთამდე, სოლომონ პირველის ქუჩა პაოლო იაშვილის ქუჩიდან თბილისის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა დავით მანდარიას ქუჩიდან ახალგაზრდობის გამზირამდე. ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტიური განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიანი ზოლით
0,75
0,18
გ. მესამე ქვეზონა
კოტე ხიმშიაშვილის /ყოფილი ვიქტორ კუპრაძის VIII შესახვევი/ ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის I შესახვევი, ანტონ კათალიკოსის /ყოფილი ცაცხვების III შესახვევი/ ქუჩა, მამუკა ასლანიკაშვილის /ყოფილი ჩელუსკინელების/ ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, ბერი თევდორეს /ყოფილი კომუნარების/ ქუჩა, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა, გველესიანის /ყოფილი მარდალეიშვილის/ ქუჩა, გამარჯვების /ყოფილი ლენინაკანის/ ქუჩა, დავით და კონსტანტინეს ქუჩა /№57-დან ბოლომდე; №32-დან ბოლომდე/, დია ჩიანელის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთიდან იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩის IV შესახვევამდე /№13–№39; №38–№100/, ზუგდიდის ქუჩა, სულიკო თორთლაძის ქუჩა /ყოფილი რუსთაველის V შესახვევი/, იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევამდე /№1–№53; №2–№34/, იოანე პეტრიწის IV შესახვევი /ყოფილი ბუაჩიძის II შესახვევი/, კიკვიძის ქუჩა, ნიკო კეცხოველის ქუჩა, ლორთქიფანიძის ქუჩა, მიტროფანე ლაღიძის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ბოტანიკური ბაღისა და 26-ე საჯარო სკოლის საზღვრიდან ლესელიძის ქუჩის II შესახვევამდე /№3ბ–№49; №4–№32/, რუას ქუჩის დასაწყისი /№1–№5/, ლესელიძის ქუჩის I ჩიხი, ჭიჭიკო იოსელიანის /ყოფილი ფრუნზეს/ ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევიდან ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე /№7–№21; №12–№34/, გიორგი შავგულიძის ქუჩა, შმიდტის ქუჩა, ჩანჩიბაძის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევიდან ასლანიკაშვილის ქუჩამდე /№31–№43; №16–№24/, ცაცხვების ქუჩა დები იშხნელების ქუჩის გადაკვეთამდე /№1–№47; №2–№36/, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩამდე /№1; №2/, ცხინვალის ქუჩა, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, საიათნოვას /ყოფილი ლენინაკანის/ ქუჩა, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, მამია გურიელის ქუჩა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის ქუჩა, კაკაბაძის ქუჩა, კეკელიძის ქუჩა, ნუცუბიძის /ყოფილი შმიდტის V შესახვევი/ ქუჩა, დონეცკის /ყოფილი თავისუფლების VI შესახვევი/ ქუჩა, ზესტაფონის ქუჩა, შმიდტის I–III შესახვევი, ვეტერანების /ყოფილი შმიდტის/ ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, სიმონ ჩიქოვანის ქუჩა, იმედაძის ქუჩა, ჭუმბურიძის ქუჩა, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩა /ყოფილი ლადო ასათიანის IV შესახვევი/, მელიტონ ქანთარიას ქუჩა, რესპუბლიკის ქუჩა, ანდრია სინაურის ქუჩა, დავით კვიცარიძის ქუჩა, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა /№21/, დავითაშვილის ქუჩა, ემხვარის ქუჩა /ყოფილი ნოდარ დუმბაძის V შესახვევი/, ბესიკის ქუჩა, ლადო მესხიშვილის ქუჩა, პავლე ინგოროყვას ქუჩა, ომარ ფხაკაძის ქუჩა /ყოფილი შოთა პირველის, ყოფილი ლადო კეცხოველი/, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა /ყოფილი ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი/, შოთა პირველის ქუჩა, გიორგი ნაფეტვარიძის ქუჩა, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა, ნამგალაძის ქუჩა, ჯანელიძის ქუჩა, ანტონ ჩეხოვის ქუჩა, ალექსი გორგიძის ქუჩა /ყოფილი ნოდარ დუმბაძის II შესახვევი/, უშანგი სალდაძის ქუჩა /ყოფილი ნ.დუმბაძის IV შესახვევი/, გრიგოლ ნარსიას ქუჩა, რკინიგზის დასახლება /ყოფილი ნინოშვილის XIV შესახვევი/, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სერგო მესხის /ყოფილი ენგელსის/ ქუჩა, ნინო და ნუცა ჩხეიძეების /ყოფილი ოლეინიჩენკო/ ქუჩა, გრიგოლ გვანცელაძის ქუჩა, ვასილ ამაშუკელის /ყოფილი რესპუბლიკის I ჩიხი/ ქუჩა, რაფიელ ერისთავის ქუჩა, ზურაბ ანჯაფარიძის /ყოფილი კოსმონავტების/ ქუჩა, დავით ბერძენაძის /ყოფილი მგალობლიშვილის/ ქუჩა, მჭედლიძის ქუჩა, ჯანსუღ ღვინჯილიას /ყოფილი ნოდარ დუმბაძის III შესახვევი/ ქუჩა, სოხუმის ქუჩა, მამია ასათიანის /ყოფილი ნინოშვილის XII შესახვევი/ ქუჩა, სერგო კლდიაშვილის /ყოფილი ნინოშვილის XVI შესახვევი/ ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა რკინიგზის სადგურ I-დან ბოლომდე /№97–№117; №88–№134/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღამდე /№1–№21/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის დასაწყისიდან ბაღის ბოლომდე /№8–№14; №21ა/, ახალგაზრდობის გამზირის I შესახვევი, ანდრია რაზმაძის ქუჩა, გიორგი ჭყონდიდელის /ყოფილი ჩოდრიშვილი/ ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ერევნის ქუჩა, ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამების ქუჩის გადაკვეთამდე /№2–№78; №3–№95/, გორის /ყოფილი კომკავშირის/ ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, სოლიკო ხაბეიშვილის /ყოფილი კალინინის/ ქუჩა, დეპოს ქუჩა, დავით გურამიშვილის ქუჩა, ნიკო მარის /ყოფილი ჟდანოვის/ ქუჩა, არსენა ჯორჯიაშვილის ქუჩა, ლომთათიძის ქუჩა, მელიტონ ბალანჩივაძის /ყოფილი საბჭოს/ ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან გრიგოლ ხანძთელის ქუჩამდე /№7–№13/, ფოთის ქუჩა, გრიგოლ ჩორგოლიანის /ყოფილი რაზმაძის ქუჩის ნაწილი/ ქუჩა, განჯის /ყოფილი ბაქოს/ ქუჩა, გივი ბადრიძის /ყოფილი 26 მაისის I შესახვევი/ ქუჩა, გელათის ქუჩა კიბულის ქუჩიდან გელათის ქუჩის VI შესახვევამდე /№101–№161; №102–№156/, გელათის ქუჩის VI შესახვევი, ლესია უკრაინკას ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№15–№37; №20–№52/, კიბულის ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევიდან /მწვანეყვავილას პანთეონიდან/ ბოლომდე /№19–№55; №18–№60/, აკაკი კიბორძალიძის /ყოფილი ურიცკის, სოლომონ I–ის II ჩიხი/ ქუჩა, თავადაზნაურობის მარშალ დათა ნიჟარაძის /ყოფილი ოსტროვსკის/ ქუჩა, ვალერიან მიზანდარის /ყოფილი 26 მაისის ქუჩის VII შესახვევი/ ქუჩა, ზარდალიშვილის /ყოფილი 26 მაისის ქუჩის V შესახვევი/ ქუჩა, ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე /№3–№95; №2–№80/, დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევამდე /№1–№99; №2–№118/, წმინდა სამების ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთამდე /№2–№6; №3–№9/, ევდოშვილის ქუჩა, ბათუმის ქუჩა, დემეტრე თავდადებულის /ყოფილი კოლმეურნეთა/ ქუჩა, განათლების /ყოფილი კიროვობადის/ ქუჩა, ბადრი კაპეტივაძის /ყოფილი განათლების ქუჩის I შესახვევი/ ქუჩა, ტყაბლაძის /ყოფილი ურიცკის ქუჩის II შესახვევი/ ქუჩა, რიონჰესის ქუჩა, თომაშვილის ქუჩა, ირაკლი ბაზაძის /ყოფილი სოლომონ I–ის ქუჩის II შესახვევი/ ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№15-დან ბოლომდე; №20-დან ბოლომდე/, ახვლედიანის ქუჩა, მწვანეყვავილას /ყოფილი შაუმიანის/ ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევიდან კიბულის ქუჩამდე /რიონჰესის კაშხალამდე/ /№13–№39; №34–№76/, დიმიტრი ყიფიანის /ყოფილი ალავერდოვის/ ქუჩა, თბილისის ქუჩის II შესახვევი, მკურნალის ქუჩა, შიო არაგვისპირელის ქუჩა, ნიკეას ქუჩის I შესახვევი, ლომოურის ქუჩა, სერგო ზაქარიაძის /ყოფილი ბელორუსიის/ ქუჩა, თოფურიას ქუჩა, მეორე ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და მეორე ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში
0,75
0,18
მესამე ზონა /პერიფერიული/
ა. პირველი ქვეზონა
ახალგაზრდობის გამზირი წერეთლის ქუჩის მიმდებარე ქუთაისი-რიონის სარკინიგზო ხიდიდან სამკუთხა ბაღამდე /№2 – №6/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის ბოლოდან მუხნარის ტყემდე /№23; №16 – №104/, ზვიად გამსახურდიას გამზირი გზაგამტარი ხიდიდან ქალაქის საზღვრამდე /№29 – №43; №46 – №68/, ავტომშენებლის ქუჩა ავტოქარხნის ბოლომდე /ავტომშენებლის ქუჩა №88/
0,25
0,06
ბ. მეორე ქვეზონა
თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№67 – №223; №6 – №92/. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№37 – №217; №14 – №176/, გუგუნავას ქუჩა „ბროწეულა – ქუთაისის“ სარკინიგზო მაგისტრალიდან ბოლომდე /№1 – №15/35; №12 – №22/, ორახელაშვილის ქუჩა, ბუკიას ქუჩა
0,25
0,06
გ. მესამე ქვეზონა
გორკის ქუჩა, გაბაშვილის /ყოფილი ასლანიკაშვილის შესახვევი/ ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა–ფშაველას ქუჩა იოანე პეტრიწის IV შესახვევიდან ბოლომდე /№41 – №115; №102 –№206/, იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე /№55-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ისიანის ქუჩა, კოღუაშვილის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩის II შესახვევიდან ბოლომდე /№51-დან ბოლომდე; №34-დან ბოლომდე/, მოსაშვილის ქუჩა, მიქელაძე–მეველეს ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, რუას ქუჩა /№7-დან ბოლომდე; №2-დან ბოლომდე/, ქეთევან წამებულის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№23-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ჩანჩიბაძის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩიდან ბოლომდე /№45-დან ბოლომდე; №26-დან ბოლომდე/ წყალტუბოს ქუჩა, წყაროს ქუჩა, ბორის ძნელაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩიდან ბოლომდე /№3-დან ბოლომდე; №4-დან ბოლომდე/, პეტრე ჭაბუკიანის ქუჩა, წერეთლის ქუჩა ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან ბოლომდე /№193-დან ბოლომდე; №222-დან ბოლომდე/, ახალგაზრდობის გამზირის II შესახვევი, გელათის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევის დასაწყისიდან ბოლომდე /№163-დან ბოლომდე; №158-დან ბოლომდე/, დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევიდან ბოლომდე /№101-დან ბოლომდე; №120-დან ბოლომდე/, ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№101–209; №82–№198ა/, წმინდა სამების /ყოფილი მოგილევსკის/ ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№11–№59; №8–№46/, ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამების ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№80–№120/, სოლომონ II–ის /ყოფილი ურიცკის, ყოფილი ჩხობაძის/ ქუჩა, მწვანეყვავილას /ყოფილი შაუმიანის/ ქუჩა კიბულის ქუჩიდან /რიონჰესის კაშხალიდან/ ბოლომდე /№41-დან ბოლომდე; №78-დან ბოლომდე/, ზურაბ ჭავჭავაძის /ყოფილი პრავდის/ ქუჩა, ბესარიონ ბელინსკის ქუჩა, პეტრე ჩხობაძის /ყოფილი ტოლბუხინის/ ქუჩა, ცოტნე დადიანის /ყოფილი კამოს/ ქუჩა, ჩკალოვის ქუჩა, ვოლგოგრადის ქუჩა, კიევის ქუჩა, ლევ ტოლსტოის ქუჩა, კოტე მესხის ქუჩა, პარმენ ცახელის–თვალჭრელიძის /ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის/ ქუჩა, ვახტანგ ხარებავას /ყოფილი სამხრეთ დასახლების/ ქუჩა, მუსხელიშვილის ქუჩა, მშვიდობის ქუჩა, ვალერიან გუნიას ქუჩა, ლეო ქიაჩელის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, ივანე მაჩაბლის ქუჩა, გიორგი შერვაშიძის /ყოფილი ლუქსემბურგის/ ქუჩა N53-დან ბოლომდე, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, შოთა ლეჟავას /ყოფილი რუსთავის/ ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, არტურ ლაისტის ქუჩა, სულხან–საბას /ყოფილი მშენებლის/ გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირის V ჩიხი, შევჩენკოს ქუჩა, მაისურაძის ქუჩა, სილოვან ხუნდაძის ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, ჰერმან გმაინერის /ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის III შესახვევი/ ქუჩა, ვარლამ ჯიქიას /ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის XI შესახვევი/ ქუჩა, მაიაკოვსკის ხეივანი /ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის პირდაპირ №23ა–№59; №106–№108/, ახალგაზრდობის გამზირი /IV, V, VI, VII, VIII, IX შესახვევები/, რკინიგზის სადგური „რიონის“ დასახლება, ლავრენტი ავალიანის /ყოფილი ტურგენევის/ ქუჩა, I მაისის ქუჩა, ონის ქუჩა, კრილოვის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, გუმათჰესის დასახლება, სკოლა–ინტერნატის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩის ბოლო მონაკვეთი ავტოქარხნის ბოლოდან /ავტომშენებლის ქუჩა №88/, ნიკეას ქუჩა (გარდა ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტიური განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიანი ზოლით), ქალაქ ქუთაისის საზღვრამდე მესამე ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და მესამე ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში
0,25
0,06
დ. მეოთხე ქვეზონა
საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1568 – რს დადგენილებით ქალაქ ქუთაისის საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, ე.წ. გორა-საქუსლიას ტერიტორიაში შემავალი ქუჩები, შესახვევები და ჩიხები
0,25
0,06