⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.01.2018)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2017
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 280000000.32.061.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,169 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2017 მიღება
31.01.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №1 2017 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს, თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა (კ. კუჭუხიძე) კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                   ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის  2.1. ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა) წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების მიერ იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“ (შემდგომში – კომისია), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება 1.  ამ წესის მიზნებისათვის ერთჯერადი დახმარება არის ფულადი გასაცემელი, რომლის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე განსაზღვრულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. 2.  ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევათ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებულ დევნილ საქართველოს მოქალაქეებს (ოჯახებს). მუხლი 3🔗. ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელმა პირებმა (ბენეფიციარი), (ოჯახებმა) განცხადებით უნდა მიმართონ კომისიებს და წარუდგინონ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით: ა) I ჯგუფის ინვალიდებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); ა.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი) ან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი); ა.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან); ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); ბ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მოწმობა (ასლი); ბ.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან); გ) მარჩენალდაკარგულებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: გ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); გ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი), გ.დ) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ.ე) საჭიროების (არსებობის) შემთხვევაში გარდაცვლილის ქორწინების ან/და დაბადების მოწმობა (ასლი); გ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);    დ) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: დ.ა) ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ.ბ) ობოლი ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი); დ.გ) მეურვის პირადობის მოწმობა (ასლი); დ.დ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის დევნილის მოწმობა (ასლი); დ.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); დ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან); ე) ოთხ და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ე.ა) მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობები (ასლი); ე.ბ) მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა (ასლი); ე.გ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); ე.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან); ვ) 100 წელს გადაცილებულებზე – ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ვ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ვ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); ვ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან); ზ) უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ზ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა (ასლი); ზ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი); ზ.გ) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი); ზ.დ) მშობლის, (მშობლების) (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი და დევნილის (არსებობის შემთხვევაში) მოწმობები (ასლი); ზ.ე) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან); თ) სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე - კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, პროგრამის მოცულობის 20%-ის ფარგლებში - კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მუხლი 4🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი 1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების იურიდიულ მისამართებზე. 2. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. 3. ჟურნალი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად დაბეჭდილი, დანომრილი და ყდაში ჩასმული. 4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მუდმივი და დროებითი მისამართი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ. 5. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბენეფიციარზე (ოჯახზე) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა. მუხლი 5🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე, რომელიც იმართება თვეში ერთხელ მაინც. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. 2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად შეიძლება იყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. 6. კომისიის თავმჯდომარე: ა) წარმართავს კომისიის მუშაობას; ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას; გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს; დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) კომისია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ინფორმაციას გაცემული დახმარების შესახებ. მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.