⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.01.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2017
ძალის დაკარგვა 29.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.163.016330
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 294 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2017 მიღება
29.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 25 იანვარი ქ.თელავი თვითმმართველი – თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის N784 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტში (შემდგომ ტექსტში – თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო  და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი თემი  – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 იანვრის  №2 დადგენლება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ 1. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. 2. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს ამ წესის დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. 3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის დანართის მე-2 მუხლით დადგენილი   ფასი.