თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი
მიღების თარიღი 26.01.2017
ძალაში შესვლა 01.02.2017
ძალის დაკარგვა 07.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.04.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.08.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№81
2017 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1.დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემისა და შეცვლის წესი“ დანართი №1.
2. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა“ დანართი №2.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №101 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი