⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.04.2020)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თავშესაფრის პროცედურა

მიღების თარიღი 26.01.2017
ძალაში შესვლა 01.02.2017
ძალის დაკარგვა 07.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016387
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 327 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2017 მიღება
01.02.2017 ძალაში შესვლა
07.04.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თავშესაფრის პროცედურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №79 2017 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი თავშესაფრის პროცედურა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „თავშესაფრის პროცედურა“ დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს „თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“  დანართი №2-ის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს „კონსულტაციის ჩატარების ოქმის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად. 4. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფორმა“ დანართი №4-ის შესაბამისად. 5. დამტკიცდეს „ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლისათვის შეტყობინების ფორმა“ დანართი №5-ის და „ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის მეურვის/მზრუნველის/ მხარდამჭერისათვის შეტყობინების ფორმა“ დანართი №6-ის შესაბამისად. 6. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის თაობაზე განცხადების ფორმა“ დანართი №7-ის შესაბამისად. 7. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე ოქმის ფორმა“ დანართი №8-ის შესაბამისად. 8. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ, საერთაშორისო დაცვის განმეორებით მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა“  დანართი №9-ის შესაბამისად. 9. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის ანკეტის ფორმა“ დანართი №10-ის და „თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრის ანკეტა“ დანართი №11-ის შესაბამისად. 10 . დამტკიცდეს „საკონტროლო სია ანკეტირებისთვის“ დანართი №12-ის შესაბამისად. 11. დამტკიცდეს „საკონტროლოს სია გასაუბრებისათვის“ დანართი №13-ის შესაბამისად. 12. დამტკიცდეს „სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმის ფორმა“ დანართი №14-ის შესაბამისად. 13. დამტკიცდეს „წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები“ დანართი №15-ის შესაბამისად. 14. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების ფორმა“ დანართი №16-ის შესაბამისად. 15. დამტკიცდეს „ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადების ფორმა“ დანართი №17-ის, „ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის თაობაზე“ განცხადების ფორმა“ დანართი №18-ისა და „დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის  სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადების ფორმა“ დანართი №19-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი