„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
190020010.10.003.019740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №31

2017 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2014, 190020010.10.003.017716) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 და 272 მუხლებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებს  – გუბერნატორებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი 2950 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი