აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/13

 

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის (№01/3824) განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – ,,სამინისტრო“) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ,,ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების“საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

●  პროექტის მოკლე აღწერა:

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ160) ,,ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების“საავტომობილო გზის კმ 1-კმ6 მშენებლობის პროექტი. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-160) ,,ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების" საავტომობილო გზის კმ1-კმ6.3 სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ამავე გზის დასაწყისიდან პკ 0+00-ზე და მთავრდება მე-7 კილომეტრში პკ 63+00-ზე. პკ 0+00 უერთდება ,,თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" საავტომობილო გზას 24-ე კმ-ში. საპროექტო მონაკვეთი არის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ,,ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების" საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს (სააკაძე, მარტყოფი, ნორიო) და ასევე ,,თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" საერთაშორისო მნიშვნელობის გზას. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებულია და დაორმოებულია. პროექტით გათვალისწინებულია არსებული საფარის შეცვლა, არსებული რკინაბეტონის მილების შეცვლა და შეკეთება, ახალი რკინაბეტონის ხიდის მოწყობა. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე იგეგმება მიერთებები, ეზოში შესასვლელების შეკეთება-მოწყობა.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მესაკუთრე ვასილ ოსეფაშვილთან (პ/ნ 01011064774) საექსპროპრიაციო ქონების საკომპესაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.

,,სამინისტრომ“ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ160) ,,ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების" საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების ქვეშ მოექცა ვასილ ოსეფაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი.

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ვასილ ოსეფაშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ს/კ 81.10.29.493 (ნაკვეთის წინა ნომერი 81.10.29.378), მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 120 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 54. 75 კვ.მ.

ასევე დადგენილია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ ქონების გამოსყიდვის წინადადებით მიმართა მესაკუთრეს და გამოსყიდვის მიზნით შესთავაზა 274 ლარი (1 კვ.მ მიწის ღირებულება 5 ლარი), რაზედაც მან უარი განაცხადა.

მესაკუთრესა და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ შორის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე შეუთანხმებლობა (საკომპესაციო ღირებულების მიზეზით) დასტურდება საექსპროპრიაციო მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 21 ოქტომბრის ოქმით და 2016 წლის 28 დეკემბერს ,,სამინისტროში“ ექსპროპრიაციის საკითხების განხილველი ,,კომისიის“ სხდომაზე თავად ვასილ ოსეფაშვილის ზეპირი განმარტებით.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა -მშენებლობისათვის.

ვინაიდან ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, ,,სამინისტროს“ მიაჩნია, რომ არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - ,,თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ160) ,,ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების“ საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე – მესაკუთრე ვასილ ოსეფაშვილი (პ/ნ01011064774), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 81.10.29.493 (ნაკვეთის წინა ნომერი: 81.10.29.378; მთლიანი ფართი 120 კვ.მ) მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სააკაძე, საექსპროპრიაციო მიწის ფართი 54.75 კვ.მ.

 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრი                         გიორგი გახარია