ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2017
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამის დასახელება | ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა |
| ერთ პირზე/ოჯახზე | სულ |
| შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) | 40 |
| სააღდგომოდ – 50 | 1.500 |
| სულ – 100 | სულ – 3 000 |
| უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) | 15 |
| 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება | 15 |
| საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები | 8 |
| ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება | 4 |
| ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები | 6 |
| უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი | 4 |
| სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის | 30 |
| ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება | 270 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2017 წლის 26 იანვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა“ (დანართი №1) და ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამის ბიუჯეტი“ (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/01/2016, 190020020.35.162.016363).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა
ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.
მუხლი 1🔗.
პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა“.
მუხლი 2🔗.
პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 498.500 (ოთხას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარს.
მუხლი 4🔗.
პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗.
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი);
ბ) ეკონომიურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე);
დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე );
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;
ზ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
თ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;
ი) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახები;
კ) ოჯახები პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;
ლ) ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;
მ) უპატრონო მიცვალებული;
ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;
ო)მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;
პ)(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;
ჟ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;
რ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
ს) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფები;
ტ) ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები;
უ) განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;
ფ) უსინათლოები;
ქ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
ღ) დაუნის სინდრომის მქონე პირები.
მუხლი 6🔗.
სოციალური დახმარების ოდენობა
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის - 100 ლარი;
ბ) ეკონომიურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში - არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტონგო ქულა არის 100 000-მდე.
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათი - 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი);
დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი);
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება - 100 ლარი;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი;
ზ) ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები;
ზ.ა) სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 250 ლარი;
ზ.ბ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის - 250 ლარი;
თ) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დახმარება - 100 ლარი;
ი) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) - 100 ლარი;
კ) ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - ხანძარის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 ლარისა, სტიქიის შემთხვევაში არაუმეტეს 500 ლარისა;
ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 250 ლარი;
მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები - 100 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ - 50-50 ლარი);
ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 3000 ლარი;
ო) უფასო კვების ობიექტი - 136.000 (ასოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
პ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის არაუმეტეს 500 ლარი;
ჟ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა - ყოველთვიურად არაუმეტეს 100 (ასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში.;
რ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი;
ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;
ტ) უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება--150 (ასორმოცდაათი) ლარი;
უ) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება--500 (ხუთასი) ლარი;
ფ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის--150 (ასორმოცდაათი) ლარი.
მუხლი 7🔗.
სოციალური დახმარების გაცემის წესი
1.პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.
2. კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.
5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ბ“, ,,ო“ და ,,რ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე, ,,ბ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს.
6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.
7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.
8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელზე მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.
9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
მუხლი 8🔗.
პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგია:
ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გ) ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება.
მუხლი 9🔗.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 10🔗.
პროგრამის შეფასება
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2017 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:
ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;
გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.
დანართი №2
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის დასახელება
ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა
სოციალური დახმარების ოდენობა (ლარებში)
ერთ პირზე/ოჯახზე
სულ
1
2
3
4
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი)
150
100
15.000
ეკონომიურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა)
მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე
195.000
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე)
40
საახალწლოდ – 50
2.000
სააღდგომოდ – 50
2.000
სულ – 100
სულ - 4.000
უდედმამო ბავშვები (16 წლამდე)
15
საახალწლოდ – 50
750
სააღდგომოდ – 50
750
სულ – 100
სულ - 1.500
95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება
15
100
1.500
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები
8
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) – 250
2.000
ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება
4
9 მაისისთვის – 250
1000
ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები
6
გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის ფულადი დახმარება – 250
1500
მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დახმარება;
80
100
8 000
ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) - 100 ლარი;
170
100
17 000
ოჯახები, რომელთაც ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი
ხანძარი არაუმეტეს 1000, სტიქია არაუმეტეს 500
20.000
უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი
4
250
1 000
სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის
30
საახალწლოდ – 50
1.500
სააღდგომოდ – 50
1.500
სულ – 100
სულ – 3 000
მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა
3.000
ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება
270
136.000
დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯები
არაუმეტეს 500 ლარი
10.000
სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირის ხარჯები
ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარი, 4 თვის განმავლობაში
4.000
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება
წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი
32 000
განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან
32. 000
უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება
25
150
3750
რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება--500 (ხუთასი) ლარი;
10
500 ლარი
5.000
დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის
15
150 ლარი.
2250
სულ – 498.500