შპს ,,ბლექ სი სატის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/36717-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 7 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებლები – 1. შპს „კომპანის ბლექ სი გრუპ“
(ს.კ 204477734 - დირექტორი ამირან მამუჭაძე)
2. შპს „ღვინის ქარხანა №1“
(ს.კ. 404401544 – დირექტორი – არჩილ ივარდავა)
მოვალე – შპს „ბლექ სი სატს“ (ს.კ 417875115)
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 1 დეკემბერს განცხადებით მომართეს შპს „კომპანის ბლექ სი გრუპის“ დირექტორმა ამირან მამუჭაძემ და შპს „ღვინის ქარხანა №1-ის“ დირექტორმა არჩილ ივარდავამ და მოითხოვა შპს „ბლექ სი სატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2017 წლის 17 იანვარს, 14:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა და 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; მაგრამ, ვინაიდან ვერ მოხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შპს „ბლექ სი სატის“ დირექტორთან მამუკა ცქიტიშვილთან, კრედიტორებთან და მეურვესთან – აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმომადგენელთან ლელა ხაციკიდურთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა და უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 21 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №21.
2. გ ანჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე