მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 340040000.10.003.019743
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| აღჭურვილობის დასახელება | რაოდენობა |
| ყურძნის საჭყლეტი-კლერტსაცლელი დურდოს ტუმბოთი | 1 |
| ღვინისა და დურდოს პერისტალტიკური ტუმბო | 1 |
| ღვინის ტუმბო ნეოფრენის იმპელერით | 1 |
| ღვინის ფირფიტებიანი ფილტრი ინტეგრირებული ტუმბოთი | 1 |
| ღვინის შესანახი უჟ. ფოლადის 1500 ლ მცურავი ქუდის სისტემით | 3 |
| ღვინის შესანახი უჟ. ფოლადის 5000 ლ | 3 |
| ყურძნის ჰიდრავლიკური წნეხი | 1 |
| სამაცივრო სისტემა ავტომატური ტემპერატურის კონტროლით | 1 |
| რეზინის მილი გოფრირებული წნევაგამძლე D80 | 30 მ |
| რეზინის მილი გოფრირებული წნევაგამძლე D40 | 100 მ |
| ფერმენტატორი/ვინიფიკატორი უჟ. ფოლადის 20-ტონიანი | 3 |
| ფერმენტატორი/ვინიფიკატორი უჟ. ფოლადის 5-ტონიანი | 3. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №34
2017 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამიდან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს აგრარულ სფეროში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომლის ფარგლებში მონაწილეს სსიპ –
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსგან (შემდგომში – სააგენტო) გრანტის სახით გადაეცემა ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი აღჭურვილობა, ხოლო მონაწილე უზრუნველყოფს საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას.
2. პროგრამის მიზანია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული ყურძნის გადამუშავების ხელშეწყობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ჩამოყალიბების სტიმულირება;
დ) წარმოებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
ე) სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
3. პროგრამის ამოცანებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობებითა და დანადგარებით აღჭურვისათვის კაპიტალური ინვესტირების განხორციელება და ტექნიკური მხარდაჭერა;
ბ) ღვინის წარმოების ხელშეწყობა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ბ) პრეტენდენტი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;
გ) მონაწილე –
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია წინარე ხელშეკრულება;
დ) წინარე ხელშეკრულება – მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე მონაწილისა და სააგენტოს მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებებს;
ე) კაპიტალური ინვესტირების ხელშეკრულება – მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში კაპიტალური ინვესტირების მიღების შემდეგ მონაწილისა და სააგენტოს მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებებს;
ვ) აღჭურვილობა – ამ პროგრამით გათვალისწინებული ყურძნის მიღების, გადამუშავებისა და შენახვისათვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობები და დანადგარები;
ზ) ვენახი – ვაზის ნარგაობა;
თ) ფორსმაჟორი – დაუძლეველი ძალა, სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი და სხვა გარემოება რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება აღემატება გონივრულ კონტროლს და შესაძლებლობებს.
მუხლი 4🔗. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები
1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ბ) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვთ მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილია აღნიშნული ხარვეზი;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 20 მეპაიეს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში გააჩნიათ ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვთ არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახი;
ე) იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში გააჩნიათ ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვთ არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახი;
ვ) არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება;
ზ) საკუთრებაში გააჩნიათ ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი;
თ) პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიის საკუთრებაში არსებულ ვენახებში გაშენებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის/რაჭული თეთრა, რაც დასტურდება სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ;
ი) პრეტენდენტს მობილიზებული აქვს ამ პროგრამის ფარგლებში ასაშენებელი/სარეკონსტრუქციო შენობისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული საერთო კრების გადაწყვეტილებით;
კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ დასტურდება, რომ პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ ვენახებში გაშენებულია ვაზის ნარგაობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დასადასტურებლად, პრეტენდენტმა რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს:
ა) ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) წევრთა რეესტრის ასლი;
გ) ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტისა და მეპაიეების საკუთრებაში მიწის ნაკვეთების არსებობის თაობაზე;
დ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ ქონის თაობაზე;
ე) ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის არსებობის თაობაზე;
ვ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ამ პროგრამით დადგენილ ფართობებზე გაშენებული ვაზის ჯიშების თაობაზე;
ზ) ნოტარიულად დამოწმებული საერთო კრების ოქმი პრეტენდენტის საპაიო ფონდში პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხის მობილიზების თაობაზე (მეპაიეთა პაის გაზრდის შემთხვევაში, საერთო კრების ოქმი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის სახით);
თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პრეტენდენტისა და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში ვაზის ნარგაობის არსებობის თაობაზე.
მუხლი 5🔗. პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა
1. პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
2. რეგისტრაცია შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.acda.gov.ge).
3. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ძალაში შედის გაგზავნისთანავე.
4. ხარვეზის არასათანადოდ აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო პრეტენდენტს დამატებით უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე და განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
5. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დოკუმენტების სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე სააგენტოს ოფიციალური ელ.ფოსტის მეშვეობით (info@acda.gov.ge).
6. წარდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი პრეტენდენტს უგზავნის დადასტურებას პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.
7. რეგისტრაციის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 6🔗. კაპიტალური ინვესტირება
1. კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გრანტის სახით გადაეცემათ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის ამ პროგრამით გათვალისწინებული საჭირო აღჭურვილობა.
2. პროგრამის ფარგლებში სულ გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა.
3. კაპიტალური ინვესტირება არ მოიცავს იმ შენობა-ნაგებობის აშენება-მოწყობის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომელშიც განთავსდება შესაბამისი აღჭურვილობა. შენობა-ნაგებობის აშენება ან/და მოწყობა/რეკონსტრუქცია წარმოადგენს პროგრამის მონაწილის ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, მონაწილესთან გაფორმებული წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება სააგენტოს მიერ ამ პროგრამაში რეგისტრაციის დაწყების შემდეგ.
მუხლი 7🔗. ტექნიკური დახმარება
მონაწილე პროგრამის ფარგლებში მიიღებს ტექნიკურ დახმარებას, რაც გულისხმობს მოკლევადიან სწავლებასა და კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით: ვენახის მოვლა, ღვინის პირველადი გადამუშავება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობები და სამართლებრივი რეგულაციები.
მუხლი 8🔗. პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღების პირობები
1. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდა პრეტენდენტის განაცხადი, მონაწილესა და სააგენტოს შორის, ამ პროგრამის შესაბამისად, ფორმდება წინარე ხელშეკრულება, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში მონაწილის ვალდებულებას, კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე, წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, მოაწყოს ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის განკუთვნილი საწარმოს შენობა-ნაგებობა, რომლის საერთო ფართი არ უნდა იყოს 300 მ2-ზე ნაკლები. ხოლო, მეორე მხრივ, სააგენტოს ვალდებულებას უზრუნველყოს მონაწილის მიერ მოთხოვნილი საწარმოსათვის განკუთვნილი აღჭურვილობის შესყიდვა.
2. წინარე ხელშეკრულების გაფორმებამდე პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს ამონაწერი ფინანსური ინსტიტუტიდან მის ანგარიშზე არანაკლებ 50 000 ლარის არსებობის შესახებ.
3. მონაწილესა და სააგენტოს შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წინარე ხელშეკრულება გაფორმდება მონაწილეთა რიგითობის მიხედვით, ამ პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობის ოდენობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობა, რომელშიც უნდა განთავსდეს ამ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) შესაბამისობაში უნდა იყოს გამართული საწარმოო პროცესისთვის საჭირო მოთხოვნებთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღჭურვილობის გამართულად განთავსებისათვის/ფუნქციონირებისთვის საჭირო აუცილებელი მინიმალური ფართით. აღნიშნული შესაბამისობის დადგენა ხდება სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე;
ბ) შენობა-ნაგებობას უნდა გააჩნდეს წყალგაყვანილობის, შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგიის წყარო და საკანალიზაციო სისტემა;
გ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სურსათის ჰიგიენის ზოგად წესს.
5. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ სრულად არ არის წარდგენილი დოკუმენტური დასაბუთებები ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ ან დაფიქსირებულია სხვა ხარვეზი, რაც აფერხებს სააგენტოს მხრიდან ამ პროგრამით გათვალისწინებული კაპიტალური ინვესტირების განხორციელებას, სააგენტო მონაწილეს დამატებით განუსაზღვრავს ვადას – არაუმეტეს ერთ თვეს და წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს წარდგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მონაწილემ შეასრულა ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების მიღებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მონაწილეს ეცნობება პასუხი დადებითი გადაწყვეტილების შესახებ.
7. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პროგრამით გათვალისწინებული კაპიტალური ინვესტირება დადგენილი პირობების შესაბამისად განახორციელოს სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, მონაწილესა და სააგენტოს შორის ფორმდება კაპიტალური ინვესტირების ხელშეკრულება.
9. კაპიტალური ინვესტირების ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაარეგისტრიროს ვალდებულება, საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის 5 წლის განმავლობაში გასხვისების აკრძალვის შესახებ.
მუხლი 9🔗. კაპიტალური ინვესტირების მიღების შემდგომ მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები
1. პროგრამის მონაწილე ვალდებულია, პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში:
ა) არ დაუშვას ამ პროგრამაში ჩართული იმ მიწის ნაკვეთის გასხვისება, რომელზეც განთავსებულია ვენახები, შენობა-ნაგებობა და აღჭურვილობა, გარდა სააგენტოს წინასწარი ნებართვით სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა;
ბ) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;
გ) უზრუნველყოს საწარმოში უსაფრთხოების აუცილებელი ნორმების დაცვა;
დ) არ დაუშვას ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვენახის ფართობებისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
ე) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ვ) აწარმოოს ყურძნის მიღების აღრიცხვის დოკუმენტაცია;
ზ) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, ყოველი კვარტლის მომდევნო თვის არაუგვიიანეს 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში – ყოველი მომდევნო წლის არაუგვიიანეს 15 თებერვლისა;
თ) უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 100 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო;
ი) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული კაპიტალური ინვესტირების შესახებ ხელშეკრულებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილეს სურს საწარმოს ადგილის შეცვლა, ამის შესახებ მან წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს. სააგენტოს ნებართვის შემთხვევაში, საწარმოს მოწყობა პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაცვით არ ჩაითვლება პროგრამაში მონაწილეობის პირობის დარღვევად.
მუხლი 10🔗. კაპიტალური ინვესტირების მიღების შემდგომ მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები
1. კაპიტალური ინვესტირების მიღების შემდგომ, პროგრამის მონაწილის მიერ კაპიტალური ინვესტირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ ან/და სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც დასტურდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის შესაბამისი დასკვნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს განესაზღვრება შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. პროგრამის მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრა.
2. დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება წყდება.
3. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტისას მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 (სამი) თვის ვადაში, უზრუნველყოს კაპიტალური ინვესტირების ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად გადახდა.
მუხლი 11🔗. საინფორმაციო კამპანია
1. პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან შეხვედრებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით.
2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებთან/პოტენციურ წევრებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 12🔗. მონიტორინგი
1. პრეტენდენტის მიერ განაცხადით წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისობისა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარებიან პრეტენდენტი და მონაწილე პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
3. მონაწილე, პროგრამის ფარგლებში, მონიტორინგს ექვემდებარება კაპიტალური ინვესტირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
აღჭურვილობა
(100 ტ ყურძნის გადამუშავებისათვის)
აღჭურვილობის დასახელება
რაოდენობა
ყურძნის საჭყლეტი-კლერტსაცლელი დურდოს ტუმბოთი
1
ღვინისა და დურდოს პერისტალტიკური ტუმბო
1
ღვინის ტუმბო ნეოფრენის იმპელერით
1
ღვინის ფირფიტებიანი ფილტრი ინტეგრირებული ტუმბოთი
1
ღვინის შესანახი უჟ. ფოლადის 1500 ლ მცურავი ქუდის სისტემით
3
ღვინის შესანახი უჟ. ფოლადის 5000 ლ
3
ყურძნის ჰიდრავლიკური წნეხი
1
სამაცივრო სისტემა ავტომატური ტემპერატურის კონტროლით
1
რეზინის მილი გოფრირებული წნევაგამძლე D80
30 მ
რეზინის მილი გოფრირებული წნევაგამძლე D40
100 მ
ფერმენტატორი/ვინიფიკატორი უჟ. ფოლადის 20-ტონიანი
3
ფერმენტატორი/ვინიფიკატორი უჟ. ფოლადის 5-ტონიანი
3.