„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გავრცელების კონტროლისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტის − ოსელტამივირის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №2654 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №99

2017 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების  სააგენტოს მიერ სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და  გავრცელების კონტროლისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტის − ოსელტამივირის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №2654 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გავრცელების კონტროლისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტის − ოსელტამივირის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №2654 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „რეფერალური მომსახურება“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (პროგრამული კოდი: 35 03 03 09) 2 000 (ორი ათასი) კოლოფი ოსელტამივირის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული სამკურნალო საშუალების ღირებულების ანაზღაურება განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ასიგნების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 35 03 03 09).“.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი