„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2017
ძალაში შესვლა 01.02.2017
ძალის დაკარგვა 04.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016391
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.06.2020
დოკუმენტის ტექსტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№83
2017 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები“, დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპერტამენტსა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს:
ა) შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ფაილურ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების წაშლის ან/და განადგურების ტექნიკური ორგანიზება;
ბ) იმ მონაცემების დაცვა, რომლებიც არ ექვემდებარება წაშლას და განადგურებას.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი