თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2017
ძალაში შესვლა 01.02.2017
ძალის დაკარგვა 04.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 010140020.22.029.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 202 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2017 მიღება
01.02.2017 ძალაში შესვლა
04.06.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება № 82 2017 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს „თითის ანაბეჭდის აღებაზე და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის დამუშავების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის თანხმობის ოქმის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს „თითის ანაბეჭდის აღების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის უარის  ოქმის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად. 4. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკური აშლილობის გამო თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმის ფორმა“ დანართი №4-ის შესაბამისად. 5. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლისთვის თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმის ფორმა“ დანართი №5-ის შესაბამისად 6. დამტკიცდეს „თითის ანაბეჭდის შედარების შესახებ ოქმის ფორმა“ დანართი №6-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს  ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი