📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2017
ძალის დაკარგვა 12.01.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 478 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2017 მიღება
12.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ტაბიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 27 იანვარი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, მე-19 მუხლის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 28/01/2016). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ტაბიძე დანართი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების სოციალურ-კულტურულ, სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს. თავი I სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები მუხლი 1🔗. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია: ა) საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა; ბ) ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამა; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა; დ) სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩატარების პროგრამა; ე) წარმატებული სპოტსმენების და მწვრთნელების წახალისების პროგრამა; ვ) შემოქმედთა წახალისების პროგრამა; ზ) ტრანსპორტირებით დახმარების პროგრამა; თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა; ი) სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა. თავი II სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 2🔗. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური). მუხლი 3🔗. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 2. კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას, თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა. 3. სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის შუამდგომლობით. 4. შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების განხილვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. განცხადებების განხილვა შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური. მუხლი 5🔗. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება სამსახური სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მუხლი 6🔗. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ან/და აფორმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. მუხლი 7🔗. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსება სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური.